შინაარსზე გადასვლა

Sega

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sega Games Co., Ltd.
株式会社セガゲームス
ტიპი კაბუსიკი გაისა
შვილობილი
დაფუძნდა 1940; 84 წლის წინ (1940)
(როგორც Service Games)
დამაარსებელი მარტინ ბრომლი
ირვინგ ბრომბერგი
ჯეიმზ ჰამპერტი
დეივიდ როზენი
სათავო ოფისი ოტა, ტოკიო, იაპონია[1]
მმართველი
ჰიდეკი ოკამურა
ჰარუკი სატომი
ჯონ ჩენგი
იურგენ პოსტი
პროდუქცია არკადული თამაშები
ვიდეო თამაშების კონსოლები
მობილური თამაშები
მფლობელი Sega Sammy Holdings
თანამშრომელი 4865 [2][3]
საიტი

Sega Games Co., Ltd (იაპონ. 株式会社セガゲームス) — იაპონური ტრანსნაციონალური ვიდეო თამაშების მწარმოებელი და გამომცემელი კომპანია შტაბ-ბინით ტოკიოში, იაპონია. ოფისები განლაგებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Sega 1983-დან 2001 წლამდე სახლის ვიდეო თამაშების კონსოლების წარმოებაში იყო ერთ-ერთი პიონერი, თუმცა ფინანსური პრობლემებისა და უკანასკნელი კონსოლის, Dreamcast-ის წარუმატებლობის გამო, დატოვა კონსოლების ბაზარი და აქცენტი გააკეთა ვიდეო თამაშების შექმნაზე. მიუხედავად ამისა, ის რჩება არკადული თამაშების ყველაზე მსხვილ მომწოდებლად, რომლის ანგარიშზეც არის 500 ერთეული თამაში და 70 ფრენჩაიზი, გამოცემული 20-ზე მეტ არკადულ ავტომატზე 1981 წლიდან მოყოლებული.[4]

სეგა დაარსდა ამერიკელი ბიზნესმენების, მარტინ ბრომლის, ირვინგ ბრომბერგის, ჯეიმზ ჰამპერტისა და დეივიდ როზენის მიერ 1940 წელს, ჰონოლულუში, ჰავაი.[5] კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება იყო Standard Games. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაერქვა სახელი Service Games-ით და შტაბ-ბინა გადატანილი იქნა ტოკიოში.

Sega მისი ქვედანაყოფების ჩათვლით განთქმულია მრავალშემოსავლიანი ფრენჩაიზების შექმნით, რომელთა შორის არის: Sonic the Hedgehog, Virtua Fighter Phantasy Star, Yakuza, Total War და სხვა. მისი მთავარი ოფისი მდებარეობს ტოკიოში, სამხრეთ ამერიკული დივიზია, Sega of America განთავსებულია ირვაინში, კალიფორნია, ხოლო ევროპული დივიზია — ლონდონში.

  • ბლეიკ ჰარისი, კონსოლების ბრძოლა: Sega, Nintendo და ომი, რომელმაც განსაზღვრა თაობა; „თეთრი ვაშლი“, 2015, ISBN 978-5-9903760-7-6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ინფორმაცია კომპანიის საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-20. ციტირების თარიღი: 2016-10-31.
  2. "Sega Sammy Holdings – წლიური ანგარიში 2014". segasammy.jp გვ. 34, 58, 62, 65. Sega Sammy Holdings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-27. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2015..
  3. "კორპორატიული პროფილი". sammy-net.hp. mmy Networks Co., Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-05. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2015.
  4. "არკადული ავტომატების ყველაზე ნაყოფიერი მწარმოებელი". გინესის მსოფლიო რეკორდები. Jim Pattison Group. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2015..
  5. Sega საიტზე Sega Retro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-24. ციტირების თარიღი: 2012-04-01.