შინაარსზე გადასვლა

Praktica

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Praktica
დაფუძნდა 1887
სათავო ოფისი დრეზდენი , გერმანია

Praktica — ფოტოაპარატების ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდი მსოფლიოში.

Praktica-ს შეიქმნა XIX საუკუნეში. 1887 წელს გერმანიის ქალაქ დრეზდენში დაფუძნდა კომპანია Huetting, რომელიც წარმოებაში იყენებდა იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს. 1906წლისათვის კომპანია უკვე წარმოადგენდა ფოტოკამერების უმსხვილეს მწარმოებელს ევროპაში. მისი თანამშრომელთა შტატი იმ პერიოდისათვის შეადგენდა 800 ადამიანს.

Huetting - ის ასეთმა დიდმა წარმატებამ სტიმული მისცა ბიზნესმენებს ბენო ტორშეს და პაილ გუტეს აეშენებინათ იქვე, დრეზდენში ფოტოაპარატების ახალი ფაბრიკა Ernemann AG, რომლის სიმბოლო გახდა 48 მეტრიანი კოშკი, რომელიც აშენებული იქნა ქარხნის ტერიტორიაზე 1923 წელს. სწორედ ამ კოშკის გამოსახულება არის დღევანდელ დღეს კომპანიის Praktica ემბლემაზე.

1926 წელს ორი კომპანია Huetting და Ernemann AG გაერთიანდა და შეიქმნა ერთი მსხვილი კომპანია სახელად Zeiss-Ikon AG, რომლის თანამშრომელთა რიცხვი აღწევდა 3400 ადამიანს. სწორედ ამ კომპანიამ 1935 წელს გამოუშვა მსოფლიოში ცნობილი ფოტოაპარატი Contaflex - პირველი ორ ობიექტივიანი მცირეფორმატიანი სარკისებრი კამერა ჩამონტაჟებული ექსპონომეტრით და 1936 წელს Kine-Exakta - პირველი ერთ ობიექტიანი მცირე ფორმატიანი სარკისებრი კამერა.

მაგრამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1945 წელს ინგლისის ავიაციის დაბომბვების შედეგად პრაკტიკულად მთლიანად განადგურდა ქალაქი დრეზდენი. დაინგრა უამრავი შენობა-ნაგებობები და მათ შორის კომპანია Zeiss-Ikon AG - ის ქარხანაც, რომლის აღდგენასაც დასჭირდა რამდენიმე წელი და დიდი ფინანსები. მიუხედავად ამისა 1949 წელს აღდგენილმა ქარხანამ გამოუშვა პირველი ფოტოაპარატი Praktica - მცირეფორმატიანი, სარკისებრი, ერთ ობიექტივიანი, М42 სამაგრით და რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები გახდა Praktica-ს (Praktica) მარკით წარმოებული პროდუქციის ძირითადი მიმართულება, რომელიც გრძელდება დღევანდელ დღესაც.

1964 წელს დრეზდენის ორი უმსხვილესი ფაბრიკა Zeiss-Ikon AG და Mechanik Zeiss Ikon VEB გაერთიანდა ერთ კომპანიად - VEB Pentacon Dresden. 1965 წელს ახალმა კომპანიამ გამოუშვა ფოტოაპარატი Praktica mat, რომელიც წარმოადგენდა ევროპაში პირველ მცირეფორმატიან სარკისებრი TTL სისტემის (ექსპოზიციის ობიექტივის საშუალებით განმსაზღვრავი) კამერას.

ბერლინის კედელის დანგრევის და დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების შედეგად კომპანია VEB Pentacon Dresden გაკოტრდა და მისმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ქარხნების დახურვის შესახებ. მაგრამ 1991 წელს მის ბაზაზე მუშაობა დიწყო კომპანიამ Jos.Schneider Feinwerktechnik GmbH&Co, რომელმაც გააგრძელა Praktica-ს კამერების წარმოება და ასევე ელექტრო და სხვა საქონლის წარმოება.

1998 წელს კომპანიამ Jos.Schneider Feinwerktechnik GmbH&Co დააფუძნა შვილობილი კომპანია - Pentacon GmbH, რომელსაც გადასცა პრაკტიკის (Praktica) წარმოების უფლება. დღევანდელ დღეს ბრენდი Praktica წარმოადგენს საუკუნის ტრდიციების ღირსეულ გამგრძელებელს. კომპანიას არჩეული აქვს მასიური მოხმარების ციფრული ფოტოკამერების წარმოების მიმართულება. იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას ამ მიმართულებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]