შინაარსზე გადასვლა

Polandball

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონეთის პერსონაჟი წარმოდგენილია გადატრიალებული დროშით (წითელ-თეთრი)
ერთ-ერთი კომიქსი, რომელშიც დასცინიან პოლონეთს, რადგან მას არ გააჩნია კოსმოსური პროგრამა და შესაბამისად „არ შეუძლია კოსმოსში“. (ინგლ. Poland cannot into space)

Polandball, აგრეთვე ცნობილი როგორც Countryball — ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ შექმნილი ინტერნეტ-მემი, რომელიც პირველად გამოჩნდა გერმანულ იმიჯბორდზე krautchan.net 2009 წლის მეორე ნახევარში. მემი დაკავშირებულია კომიქსებთან, სადაც ნაციონალური დროშის ფერებში შეღებილი მრგვალი ფორმის ბურთები ასახავენ ამა თუ იმ ქვეყანას. კომიქსებში ხშირად იყენებენ გატეხილ ინგლისურს (მაგ: what are u doingz, germoney?), დასცინიან სტერეოტიპებს, ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას და ისტორიულ კონფლიქტებს.

ყველაფერი დაიწყო კიბერომით, რომელმაც ადგილი იქონია 2009 წლის აგვისტოს. მასში მონაწილეობდნენ პოლონელები, ხოლო მეორე მხარეს „იბრძოდნენ“ ინტერნეტ-მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან. ბრძოლის ადგილი იყო ინტერნეტ-რესურსი drawball.com, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა დაეხატათ ვირტუალურ ტილოზე, რომელიც მრგვალი ფორმის იყო. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო გაეფუჭებინა სხვისი ნამუშევარი მასზე რამე ახლის დახატვით. პოლონურ ინტერნეტსივრცეში გადაწყდა ტილოზე პოლონური დროშის დახატვა. საბოლოოდ, პოლონელებმა მიზანს მიაღწიეს და დროშის ცენტრი დაწერეს სიტყვა „POLSKA“. თუმცა, 4chan-ის მომხმარებლებმა ტილოზე გიგანტური სვასტიკა დახატეს.[1][2] 

krautchan.net არის გერმანულენოვანი იმიჯბორდი, რომელზეც ხშირია ინგლისურად მოლაპარაკე მომხმარებლების სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნობიდან.  Polandball-ის ავტორად მოიხსენიებენ ბრიტანელ მომხმარებელს Falco-ს, რომელმაც პერსონაჟი პოლონელი მომხმარებლის, Wojak-ის (ისიც გატეხილ ინგლისურზე საუბრობდა) ტროლინგისთვის შექმნა. მალევე მემი პოპულარული გახდა და მასზე კომიქსების ხატვა სხვა მომხმარებლებმაც დაიწყეს.

Polandball-ის კომიქსის დახატვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რამაც მემის განვითარებას აშკარად შეუწყო ხელი. მემი პოპალურალი გახდა Reddit-ზე (სადაც მისთვის მთელი სექცია არის განკუთვნილი)[3] და Facebook-ზე.

კომიქსის თემები და კანონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წესით, კომიქსებში პოლონეთი გამოსახული არის როგორც მედიდური პერსონაჟი. ასევე დასცინიან პოლონეთის ურთიერთობებს რუსეთთან. წესით, კომიქსის ბოლოს პოლონეთი ან ისტერიულად ყვირის, ან კიდევ ბილწსიტყვაობს. პოლონეთთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი კომიქსის სიუჟეტის მიხედვით, დედამიწაზე ვარდება მეტეორი, რის გამოც ყველა ქვეყანამ, რომელსაც კოსმოსური პროგრამა აქვს, დედამიწა დატოვა. პოლონეთს, რომელსაც პროგრამა არ გააჩნია, დარჩენა მოუწია. ხშირია კომიქსები, სადაც პოლონეთს გერმანია და რუსეთი აშინებენ. 

Polandball-ის პერსონაჟები

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კომიქსები მხოლოდ პოლონეთზე იყო, მომხმარებლები აკეთებდნენ კომიქსებს სხვა ქვეყნებზეც. აქაც, როგორც სხვა შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებენ ისტორიულ კონფლიქტებზე, ეროვნულ სტერეოტიპებზე და ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის დაცინვაზე. ხშირია კომიქსები რუსეთზე, დიდ ბრიტანეთზე, ამერიკაზე, გერმანიის ნაცისტურ წარსულზე და ექიმი ავსტრიის თავგადასავალზე.

წესების მიხედვით, ყველა ქვეყანა იხატება ბურთის ფორმით, ემოციის გამოხატვა კი თვალების საშუალებით ხდება. მიუხედავად ამისა, გაჩნდა ე.წ „კანონები“, რომლებიც დაცვაც აუცილებელია: გერმანია, რომელიც ნოსტალგირებს იმპერიული წარსულით და მეოთხე რაიხის შექმნაზე ოცნებობს, იხატება ცილინდრის ფორმით და პატარა თვალებით; სინგაპურს ხატავენ, როგორც სამკუთხედს (ინგლ. Tringapore); აშშ-ს უკეთია შავი სათვალე, შეიძლება ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღიც; დიდ ბრიტანეთს ახურავს ქუდი და უკეთია მონოკლი, უყვარს ჩაის სმა; რუსეთის ფედერაციას ახურავს უშანკა, ხშირად არის ნასვამი; ისრაელი არის გამოსახული როგორც კუბი; ყაზახეთს ხატავენ, როგორც აგურს (პოსტსაბჭოთა სივრცეში ყაზახეთს ძირითადად ხალიჩად მოიხსენიებენ); აზიის ქვეყნებს თვალების მაგივრად შავი ხაზები აქვთ; აღსანიშნავია ნეპალი, რომელსაც მისივე დროშის ფორმით ხატავენ (ერთი სამკუთხედი მეორეს ზევით), ასევე შეიძლება ჰქონდეს კბილები; ქვეყნებს (ან კიდევ ეთნიკურ ჯგუფებს), რომლებსაც თავიანთი დროშა არ გააჩნიათ, ხატავენ ბილიარდის ბურთებად. ყველას აქვს საკუთარი ნომერი.

დიალოგები ქვეყნებს შორის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლურ ინტერნეტ-სივრცეში კომიქსის პერსონაჟები ყოველთვის გატეხილ ინგლისურზე საუბრობენ. ხშირად სხვადასხვა ქვეყანა დიალოგის დროს თავის მშობლიურ ენაზე ამბობს ორიოდე სიტყვას (მაგ: Привет, Egnland, what r yuo doingz?). პოსტ-საბჭოთა სივრცეში ეს წესი არ გავრცელდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Orliński, Wojciech (5 August 2014). „Wyniosłe lol zaborców, czyli Polandball“ (Polish). Gazeta Wyborcza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 6 August 2014.
  2. Zapałowski, Radosław (15 February 2010). „Znowu lecą z nami w... kulki“ (Polish). Cooltura. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 6 August 2014.
  3. Ryan, Emmet (4 March 2014). „Polandball is Reddit's answer to Crimea crisis“. The Sunday Business Post. ციტირების თარიღი: 8 November 2014.