შინაარსზე გადასვლა

One Slip

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„One Slip“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
B-მხარე „Terminal Frost“/„The Dogs of War (საკონცერტო)“
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1988
ჩაიწერა ოქტომბერი, 1986-1987
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 5:10
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia Records
EMI
პროდიუსერი დეივიდ გილმორი
ფილ მანზანერა
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„On the Turning Away“
(1987)
One Slip
(1988)
„Take It Back“
(1994)
A Momentary Lapse of Reason — სიმღერების სია

One Slip“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1987 წლის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. ალბომმა სახელწოდება სწორედ ამ სიმღერის ტექსტიდან შეიძინა.

დეივიდ გილმორი:

ფილთან ერთად სამი სიმღერა დავწერე, მათი კოდური სახელწოდებებია Manz 1/2/3. ერთ-ერთი ალბომში შევიდა, დანარჩენი ორი დაუსრულებელი დარჩა.

სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონი - „A momentary lapse of reason“ - იქცა თავად ალბომის სახელწოდებად. სიუჟეტურად ეს სიმღერა ეხება ისევ და ისევ ფრენის შიშს და არა ქალთან ურთიერთობას, როგორც ეს შეიძლება გეჩვენოთ.

ჯონ კერინი:

როდესაც დეივიდი სხვადასხვა ადამიანს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში, მისი პიროვნების სხვადასხვა მხარე იხსნება. ფილ მანზანერასთან „One Slip“-ზე მუშაობისას ისეთი ტექსტი დაწერა, რომელსაც სხვა დროს ვერ დაწერდა.

განგაში, რომელიც სიგნალიზაციამ ატეხა სტუდიაში, სპეციალურად ჩაიწერა - ხმის ინჟინერმა ენდი ჯექსონმა უბრალოდ არასწორი კოდი შეიყვანა სისტემაში, რომელმაც იმ წამსვე მოახდინა რეაგირება.

სიმღერა სრულდებოდა 1987-1989 წლების ტურნეებში და რამდენიმეჯერ - 1994 წლის ტურნეს ფარგლებშიც.

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა ატლანტაში. ლოურენს ჯორდანის ეს ვიდეო შეიცავს საკონცერტო კადრებს და ნაწყვეტებს შავ-თეთრი დოკუმენტური მასალიდან, რომელიც ასახავს თვითმფრინავით ფრენის პროცესს.

  1. One Slip - 5:03
  2. Terminal Frost - 6:19
  1. One Slip - 5:03
  2. Terminal Frost - 6:19
  3. The Dogs Of War (საკონცერტო) - 7:25

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.