შინაარსზე გადასვლა

OnePlus 7

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
OnePlus 7
მწარმოებელი OnePlus
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM / CDMA / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა Android 9.0 (Pie)
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 182 გრამი
ზომა 157,7 x 74,8 x 8,2 მმ

OnePlus 7 და OnePlus 7 ProAndroid-სმარტფონები, წარმოებული ჩინური კომპანიის OnePlus მიერ. მოდელები დაანონსდა 2019 წლის 14 მაისს.[1]

OnePlus 7 Pro წარმოადგენს OnePlus-ის პირველ სამმაგი უკანა კამერით და სითხით გაგრილების სისტემით.[2]

OnePlus 7 Pro მიიღო EISA-ს ჯილდო 2019-2020 წლების თანამედროვე ინოვაციებისთვის.[3] 2019 წლის ნოემბერში AnTuTu-მა OnePlus 7 Pro შეიყვანა ყველაზე მძლავრი Android-სმარტფონების რეიტინგში.[4] OnePlus ცნობით, გაყიდვების დაწყების შემდეგ 1 წუთში გაიყიდა OnePlus 7 Pro მოწყობილობის 1 მილიონზე მეტი ცალი.[5]

OnePlus 7[6] OnePlus 7 Pro[7]
ეკრანი 6.41

Optic AMOLED, 1080 x 2340 px, 19.5:9

6.67

Fluid AMOLED, 1440 x 3120 px, 19.5:9

ოპერატიული 6/8 GB 6/8/12 GB
შიდა მეხსიერება 128/256 GB 128/256 GB
კამერა 48+5 MP, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps, gyro-EIS 40+8+16 MP, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps, gyro-EIS
სელფის კამერა 16 MP, 1080p@30fps 16 MP, 1080p@30fps
ჩიპსეტი ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.78 GHz ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.78 GHz
ოპ. სისტემა Android 9.0 (Pie), OxygenOS 10.0.5 Android 9.0 (Pie), OxygenOS 10.0.5
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 157,7 x 74,8 x 8,2 162,6 x 75,9 x 8,8
წონა 182 206 გ

ორივე მოდელში სელფკამერა 16 MP-იანია. ამასთან, OnePlus 7 Pro-ის ფრონტალური კამერა ჩამალულია კორპუსში და გამოდის სურათების გადაღებისას. ამწე მექანიზმი გათვლილია 300 000 ამუშავებაზე. ამიტომ, თუ მფლობელი ძალზე ხშირად იყენებს სელფის კამერას, სმარტფონში ჩნდება სპეციალური გაფრთხილება.[8] OnePlus 7 ძირითადი კამერა ორმაგია: 48 MP + 5 MP. OnePlus 7 Pro-ს ძირითადი კამერა სამმაგია: 48 MP + 16 MP (ფართეკუთხიანი) + 8 MP. რესურსმა DxOMark შეაფასა OnePlus 7 Pro-ს კამერა 111 ქულით: 118 ქულა ფოტოსთვის და 98 ქულა ვიდეოსთვის. სმარტფონმა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა Huawei P30 Pro და Samsung Galaxy S10 5G შემდეგ.[9]

OnePlus 7 და OnePlus 7 Pro გამოდის რამდენიმე ვერსიაში გაყიდვის რეგიონის მიხედვით.[10]

მოდელი ვერსია რეგიონი
OnePlus 7[11] GM1900 Chinese / HK
GM1901 Indian
GM1903 Europe
მოდელი ვერსია რეგიონი
OnePlus 7 Pro[12] GM1910 Chinese / HK
GM1911 Indian
GM1913 Europe
GM1915 T-Mobile
GM1917 North America
მოდელი ვერსია რეგიონი
OnePlus 7 Pro 5G[13] GM1920 Europe
GM1925 Sprint, T-Mobile

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]