Nintendo DS Lite
Nintendo DS Lite | |
---|---|
შავი ფერის Nintendo DS Lite | |
სხვა სახელწოდებები | iQue DS Lite (ჩინეთი) |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | Nintendo DS-ის ოჯახი |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | |
შეწყდა | მსოფლიოში: 31 მარტი, 2014 |
გაიყიდა | მსოფლიოში: 93.86 მილიონი (31 მარტი, 2014)[1] |
პროცესორი | 67 მჰც ARM9 და 33 მჰც ARM7 |
მეხსიერების საცავი | 4 მბ RAM, 256 კბ ფლეშმეხსიერება |
კავშირი | Wi-Fi |
ონლაინ სერვისები | Nintendo Wi-Fi Connection |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „New Super Mario Bros“, დაახლოებით 30.80 მილიონი ასლი |
წინა |
Nintendo DS (ადრეული დიზაინი) Game Boy Advance |
შემდეგი |
Nintendo DSi (გადაკეთებული) Nintendo 3DS-ის ხაზი |
Nintendo DS Lite (იაპონ. ニンテンドーDS Lite) — მეშვიდე თაობის ორ ეკრანიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. დაანონსდა 2006 წლის 26 იანვარს,[2] ხოლო გამოვიდა 2006 წლის 2 მარტს იაპონიაში, 1 ივნისს — ავსტრალიაში, 11 ივნისს — ჩრდილოეთ ამერიკაში, 23 ივნისს — ევროპაში, 26 ივნისს — ჩინეთში და 2007 წლის 18 იანვარს — სამხრეთ კორეაში.
DS Lite არის Nintendo DS-ის შემცირებული ვერსია, განახლებული ეკრანით. მისი თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 16,800 იაპონურ იენას, აშშ-ში — 128 დოლარს, ევროპაში — 150 ევროს, კანადაში — 149 კანადურ დოლარს.[3]
მასზე თავსებადი იყო Game Boy Advance-ის და ორიგინალი DS-ის თამაშები. ყველაზე გაყიდვადი თამაშია „New Super Mario Bros“ (დაახლოებით 30.80 მილიონი ასლი). DS Lite ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლია — Nintendo-ზე დაყრდნობით, 2014 წლის 31 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა DS Lite-ის 93.86 მილიონი ასლი.[1]
სისტემა მოიხმარდა ARM9-ის ცენტრალურ პროცესორს 67 მჰც ტაქტური სიხშირით, ასევე ARM7-ის თანაპროცესორს 33 მჰც ტაქტური სიხშირით;[4] 3.12-ინჩიან სენსორულ LCD ეკრანს 256x192-ზე გაფართოებით; 4 მბ ოპერატიულ მეხსიერებას; 1000 მილიამპერიან ლითიუმ-იონურ აკუმულატორს 15-19 საათიანი ხანგრძლივობით (თამაშის პროცესში).
კონსოლს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრტირიკოსებისაგან. 2020 წელს საიტმა Kotaku-მ თავის სიაში „25 საუკეთესო პორტატიული კონსოლი“ DS Lite-ს პირველი ადგილი მიუჩინა.[5] კონსოლის წარმოება შეწყდა 2014 წლის 31 მარტს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nintendo DS Lite“ ვიკისაწყობში.
- Nintendo DS Lite — Cnet
- Nintendo DS Lite — Nintendo.co.za
- Nintendo DS Lite — Game.co.uk
- DS vs DS Lite vs DSi დაარქივებული 2021-07-06 საიტზე Wayback Machine. — Retro Game Buyer
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2014-05-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-08. ციტირების თარიღი: 2014-07-19.
- ↑ Rojas, Peter. (2006-02-20) The Engadget Interview: Reggie Fils-Aime, Executive Vice President of Sales and Marketing for Nintendo. Engadget. ციტირების თარიღი: 2006-06-01.
- ↑ New Nintendo DS Lites The Way For Mario. Nintendo (2006-05-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2006-06-01.
- ↑ Nintendo DS/DS lite. What console. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2011-02-24.
- ↑ „The 25 Best Gaming Handhelds, Ranked“. „Kotaku“ (10 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
|
|
|