In Absentia
In Absentia | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 24 სექტემბერი, 2002 | |||
ჩაიწერა |
Avatar Studios,[1] ნიუ-იორკი მარტი 2002-აპრილი 2002 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი,[2] პროგრესული მეტალი[3] | |||
ხანგრძლივობა | 68:20 | |||
ლეიბლი | Lava | |||
პროდიუსერი | სტივენ უილსონი | |||
Porcupine Tree — ქრონოლოგია | ||||
|
In Absentia — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს მეშვიდე სტუდიური ალბომი. გამოიცა 2002 წლის 24 სექტემბერს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი დრამერ გევინ ჰარისონის მონაწილეობით და პირველი, რომელზეც ჯგუფმა უფრო მძიმე მეტალის და პროგრესული მეტალის მიმართულებით გადაიხარა, წინა ალბომების ფსიქოდელიურ და პოპ-როკ ჟღერადობასთან შედარებით. გარდა ამისა, ეს იყო Porcupine Tree-ს პირველი ალბომი, გამოცემული ფართოდ ცნობილ ლეიბლზე, Lava Records. ალბომი როგორც კრიტიკულად, ასევე კომერციულად წარმატებული იყო და ხშირად ითვლება ჯგუფის უმაღლესი მიღწევად. ჩანაწერი გაიყიდა სამჯერ უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე Porcupine Tree-ს რომელიმე წინა ალბომი.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შექმნა და ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფის ადრეულ პერიოდში, როდესაც Porcupine Tree Delerium Records-ზე არსებობდა, მუსიკა გამოირჩეოდა ხანგრძლივობით და აბსტრაქტულობით, რაც უფრო მეტად ფსიქოდელიურ და სპეის როკს ახასიათებს.[4][5] 1990-იან წლებში, Kscope/Snapper Record-ის პერიოდში ჟღერადობა შეიცვალა უფრო მეტად რადიოზე ორიენტირებულისკენ, რითაც კომპოზიციები უფრო შემოკლდა და სიმღერების ტრადიციული სტრუქტურით შეიცვალა, ამავე დროს კი პროგრესული როკის ელემენტებს კვლავ ინარჩუნებდა.[5][6][7] თუმცა, დაახლოებით 2001 წლისთვის მათ კვლავ შეიცვალეს ლეიბლი და გადავიდნენ Lava Records-ზე. ამას მოჰყვა პროგრესული მეტალის მიმართულებით მუსიკის ცვლილება.[8] თავდაპირველად Porcupine Tree წამყვან ლეიბლებს ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ისინი, მათი აზრით, ჯგუფის მუსიკას ვერ უგებდნენ და აქცენტი ჰქონდათ სინგლების გამოცემაზე.[9] თუმცა, Lava არჩეული იქნა, ვინაიდან ამ პერიოდში სტივენ უილსონი თვლიდა, რომ ასეთი პოლიტიკაც კარგია, ვინაიდან Tool-საც და Radiohead-საც ჰქონდათ გამოცემული მრავალი სინგლი.[9]
იყო რამდენიმე სხვა ფაქტორიც, რომელმაც გავლენა იქონია ახალ ლეიბლზე გადასვლისას ჯგუფის ჟღერადობის ცვლილებაზე. მათ შორის იყო ჯგუფის შემადგენლობისა და ურთიერთობების ცვლილებებიც. უილსონმა გაიცნო მიკაელ ოკერფელდტი (Opeth).[10] უკანასკნელის მუსიკისგან მიღებული შთაბეჭდილებით სტივენი დათანხმდა პროდიუსერის სახით Blackwater Park-ზე, მათ შემდეგ ალბომზე მუშაობას.[11] შედეგად უილსონმაც ჯგუფის მუსიკაში მეტალის ელემენტები დაამატა. [12]
უილსონმა აგრეთვე გაიცნო ებრაელი მომღერალი ავივ გეფენი. უკანასკნელმა Porcupine Tree მიიწვია 2000 წლის ტურნეზე, Lightbulb Sun-ის მხარდასაჭერად.[13] ერთობლივი ტურნე გადაიზარდა ცალკე მუსიკალურ თანამშრომლობაში Blackfield. გეფენი არ იყო მეტალის მოყვარული და პროექტს უფრო მეტად პოპ-როკის ჟღერადობას უნარჩუნებდა, უფრო Porcupine Tree-ს ალბომების Stupid Dream და Lightbulb Sun სტილში.[14][15] უილსონმა ამავე დროს ყურადღება გადაიტანა უფრო მეტად მძიმე ჟღერადობაზე და ცვლილებები გეფების იდეებში არ შეჰქონდა.[14] კრის მეიტლენდის ჯგუფიდან წასვლა იყო კიდევ ერთი მთავარი ცვლილება. მას გევინ ჰარისონი ჩაენაცვლა. მეიტლენდს აღარ სურდა დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება წამყვან ლეიბლთან თანამშრომლობისას, ხოლო ჰარისონის სტილი უფრო მეტად იყო მორგებული მეტალ-ჟღერადობაზე.[16][17] ჯგუფში მომხდარი ცვლილებები უილსონმა ასე შეაჯამა:
„In Absentia დაიწერა გევინის მოსვლამდე; დასარტყმელი საკრავების პარტიებიც კი იქნა დაპროგრამებული. მაგრამ სწორედ ასეთ დროს ყველაფერი ერთად ხდება. ეს სიმღერები დაწერილი მქონდა და, Opeth-თან მუშაობის შემდეგ ძალიან მაინტერესებდა ჩვენს მუსიკაში უფრო ბრუტალური ან მეტალის ასპექტების დაბრუნება. ამ დროს გამოჩნდა გევინი, რომელიც წინა დრამერისგან, კრის მეიტლენდისგან განსხვავდებოდა. იგი უფრო ენერგიული და ტექნიკური იყო. მის ჟღერადობას უფრო თანამედროვე სახე ჰქონდა, ამიტომ ბედნიერება იყო, რომ გამოჩნდა, დაუკრა ამ სიმღერებში და ყველაზე შთაბეჭდილება მოახდინა და ეს ყველაფერი ერთად მოხდა. და რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი ჩანაწერი ახალ ლეიბლზე, ჩვენ წამყვან ამერიკულ ლეიბლზე [Lava Records] პირველად მოვხვდით. გევინი ამ გათანაბრების უკანასკნელი ნაწილი იყო, იმიტომ, რომ მან არა მხოლოდ დრამერის, არამედ სხვა მუსიკოსებისადმი მოთხოვნებიც გაზარდა. ყველა უსმენდა და ამბობდა: „ჯანდაბას. აშკარად დახვეწა გვჭირდება.“ [5]“
|
კონცეფცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეს არ არის კონცეპტუალური ალბომი, მრავალი სიმღერა უკავშირდება სერიული მკვლელების, ახალგაზრდული უბიწოების დაკარგვისა და თანამედროვე სამყაროს კრიტიკის თემებს.[18] ამას ემატება ალბომის სახელწოდებაც, რომელიც ლათინურად ჟღერს, როგორც „არყოფნისას“ [19] ან „ვინმეს არყოფნისას“, რაც ხშირად აღნიშნავს პიროვნების უფლებებს, როდესაც უკანასკნელს არ შეუძლია სასამართლოს სხდომაზე ჯანმრთელობის მიზეზით დასწრება.[20]
უილსონმა სახელწოდების შესახებ საუბრისას აღნიშნა:
„იგი მომდინარეობს...იგი უკავშირდება ზოგიერთ ტექსტს. იგი ეხება უკიდურესობამდე მისულებს, კაცობრიობისა და საზოგადოების ზღვარზე. მე დაინტერესებული ვარ სერიული მკვლელების, ხულიგანი ბავშვებისა და ცოლებზე მოძალადეების ბიოგრაფიებით...არა იმით, თუ რა გააკეთეს, არამედ ფსიქოლოგიით, თუ რამ აიძულა ისინი, ასეთი არეულები და გარყვნილები გამხდარიყვნენ? რატომ ვეღარ იჩენენ გულისხმიერებას? ეს [In Absentia] არის ერთგვარი მეტაფორა. რაღაც აკლიათ, შავი ხვრელია, მათ გულში სიმსივნე დაბუდებულა. სულში სიცარიელეა.[21]“
|
გამოცემა და პრომოკამპანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი გამოიცა 2002 წლის 24 სექტემბერს. მანამდე, კვირებით ადრე, გამოვიდა სემპლერი სიმღერით „Blackest Eyes“ და სიმღერების „Trains“ და „Strip the Soul“ შემოკლებული ვერსიებით.[22] პირველი სიმღერა, „Blackest Eyes“ წამყვანმა რადიოსადგურებმა თავისი ეთერისთვის შეარჩიეს, თუმცა იგი ოფიციალურად სინგლის სახით არ გამოცემულა და ჩარტშიც არ მოხვედრილა.[9] მხარდასაჭერი ტურნე Porcupine Tree-მ Yes-ის ტურნეს ფარგლებში გამართა.[17] მოგვიანებით უილსონი ამ გადაწყვეტილების გამო ნანობდა, ვინაიდან ორი ჯგუფის მსმენელები განსხვავდებოდნენ. უილსონი: „Yes-ისთვის მოსულებმა ახალი მუსიკით დაინტერესება დიდი ხნით ადრე შეწყვიტეს და მხოლოდ Yes-ის ძველი სიმღერების მოსასმენად მოდიოდნენ.“ [17] მეორე ტურნე ჯგუფმა უკვე Opeth-თან ერთად გამართა.[23] ამ ტურნეს მსვლელობისას, რომელიც ივლისში და აგვისტოში გაიმართა, გამოიცა Futile, ჯგუფის EP ალბომზე In Absentia მუშაობის პერიოდში ჩაწერილი სხვა სიმღერებით.[23]
შეფასება და გაყიდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [24] |
PopMatters | (კეთილგანწყობილი)[25] |
Rolling Stone | [26] |
Sea of Tranquility.org | [27] |
ალბომის შეფასება დადებითი იყო. ჟურნალის Metal Storm 2002 წლის 20 საუკეთესო ალბომის სიაში მან მეორე ადგილი დაიაკავა.[28] იმავე გამოცემის ყველა დროი 200 საუკეთესო ალბომის სიაში მას 46-ე ადგილი ეკავა.[29] Allmusic განსაკუთრებით აღიარა ალბომი. მისი მიმომხილველის აზრით „ალბომი უილსონის მიერ ამ ფსევდონიმით გამოცემული ნამუშევრებიდან ყველაზე მიმზიდველი“ იყო. „სიმღერები მართვადი ხანგრძლივობის არის, ჯგუფი ადრეული პერიოდის ავანგარდული ელექტრონისკან თავს იკავებს და იქცა სრულად რეალიზებულ პოპულარულ ჯგუფად, იმ ელემენტების უცვლელად, რომლებმაც აქციე ნიუ-პროგის მოძრაობის მნიშვნელოვან ძალად.“ [30] PopMatters-მაც აღიარა ალბომი, აღნიშნა, რომ „ეს არის შთამბეჭდავი ალბომი King Crimson-ის პროგრესული როკის გავლენით. მაგრამ ამ ალბომს მართავს სტივენ უილსონი, ჯგუფის ლიდერი, რომელიც სიმღერების ავტორი და ალბომის პროდიუსერი და მიზანმიმართულად იყო განწყობილი ინტელექტუალური პოპულარული მუსიკის შესაქმნელად.“ [2]
2009 წლის ინტერვიუში უილსონმა აღიარა, რომ თავად, ისევე, როგორც მსმენელთა დიდი ნაწილი, ნამუშევარს თვლის საკუთარი კარიერის უმაღლეს მიღწევად და საუკეთესო ალბომად.[3]
ალბომი მსოფლიო მასშტაბით 100.000 ასლის ოდენობით გაიყიდა[17], იმ დროისთვის ჯგუფის წინა ალბომებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი ტირაჟით.[9] მხოლოდ აშშ-ში მისი 45.000 ასლი იქნა გაყიდული, როდესაც წინა ალბომები 2000 ასლის ფარგლებში იყიდებოდა.[9]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — ყველა სიმღერის ავტორი - სტივენ უილსონი, გარდა მითითებულისა.
ორიგინალური გამოცემა | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ხანგრძლივობა |
1. | „Blackest Eyes“ | სტივენ უილსონი | 4:23 |
2. | „Trains“ | უილსონი | 5:56 |
3. | „Lips of Ashes“ | უილსონი | 4:39 |
4. | „The Sound of Muzak“ | უილსონი | 4:59 |
5. | „Gravity Eyelids“ | უილსონი | 7:56 |
6. | „Wedding Nails“ | რიჩარდ ბარბიერი, უილსონი | 6:33 |
7. | „Prodigal“ | უილსონი | 5:32 |
8. | „.3“ | უილსონი | 5:25 |
9. | „The Creator Has a Mastertape“ | უილსონი | 5:21 |
10. | „Heartattack in a Layby“ | უილსონი | 4:15 |
11. | „Strip the Soul“ | კოლინ ედვინი უილსონი | 7:21 |
12. | „Collapse the Light Into Earth“ | უილსონი | 5:54 |
საერთო ხანგრძლივობა: | 68:14 |
ევროპული სპეციალური გამოცემა (2003) | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ხანგრძლივობა |
1. | „Drown with Me“ | უილსონი | 5:21 |
2. | „Chloroform“ | კრის მეიტლენდი, უილსონი | 7:14 |
3. | „Strip the Soul“ (ვიდეო ვერსია) | ედვინი, უილსონი | 3:35 |
- DVD-A გამოცემა
2004 წლის მარტში გამოიცა ალბომის DVD-A ვერსია. მასში შეტანილია ორიგინალური ალბომის მაღალხარისხიანი მიქსი, ორი სპეციალური დამატებითი სიმღერა, ჩაწერილი ალბომის სესიების პერიოდში (Drown with Me და Chloroform) და დამატებითი სიმღერა Futile). აგრეთვე შეტანილია სიმღერების Strip the Soul, Blackest Eyes და Wedding Nails მუსიკალური ვიდეოები.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯგუფი
- სტივენ უილსონი – ვოკალი, აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები, ფორტეპიანო, ბანჯო
- რიჩარდ ბარბიერი – ანალოგური სინთეზატორები, მელოტრონი, Hammon-ის ორგანი
- კოლინ ედვინი – ბას-გიტარა
- გევინ ჰარისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- სხვები
- ავივ გეფენი – ბეკ-ვოკალი (The Sound of Muzak, Prodigal)
- ჯონ უესლი – ბეკ-ვოკალი (Blackest Eyes, The Sound of Muzak, Prodigal), დამატებითი გიტარა(Blackest Eyes)
- არანჟირება - Porcupine Tree
- პროდიუსერი - სტივენ უილსონი
- ინჟინერი - პოლ ნორთფილდი
- მიქსი - მარკ ო'დონოჰიუ, ტიმ პალმერი
- მასტერინგი - ენდი ვენდეტი
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
საფრანგეთი[31] | 143 |
გერმანია | 64 |
აშშ - Top Heatseekers | 35 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Porcupine Tree. Free Williamsburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-04. ციტირების თარიღი: 2008-04-13.
- ↑ 2.0 2.1 http://www.popmatters.com/pm/review/porcupinetree-inabsentia
- ↑ 3.0 3.1 http://www.noisecreep.com/2009/07/02/porcupine-trees-steven-wilson-thinks-the-incident-on-par-with/
- ↑ Raggett, Ned. (26 April 2001) Porcupine Tree. AllMusic. ციტირების თარიღი: 8 July 2011.
- ↑ 5.0 5.1 5.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ http://www.aural-innovations.com/issues/issue7/ptree03.html
- ↑ http://www.musoscribe.com/blast_from_the_past/porcupine_tree_lightbulb_sun.shtml
- ↑ http://www.alternative-zine.com/interviews/en/110
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 http://www.innerviews.org/inner/ptree.html
- ↑ VIDEO: OPETH'S MIKAEL ÅKERFELDT INTERVIEWED BY FACECULTURE. Roadrunner Records Official Website. http://www.roadrunnerrecords.com/news/Video-Opeths-Mikael-kerfeldt-Interviewed-By-FaceCulture-23888.aspx. Published 12/15/12. Retrieved 01/28/12.
- ↑ http://www.dprp.net/specials/porcupinetree/index.html
- ↑ http://legacy.roadrunnerrecords.com/blabbermouth.net/news.aspx?mode=Article&newsitemID=8193[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ 14.0 14.1 http://designermagazine.tripod.com/PorcupineTreeINT3.html
- ↑ Blackfield Allmusic
- ↑ http://www.drummerworld.com/drummers/Gavin_Harrison.html
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 http://www.musicdish.com/mag/index.php3?id=9387
- ↑ http://www.aural-innovations.com/issues/issue21/ptree09.html
- ↑ http://www.merriam-webster.com/dictionary/in%20absentia
- ↑ http://legal-dictionary.thefreedictionary.com/in+absentia
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ http://www.dprp.net/reviews/inabsentia.htm
- ↑ 23.0 23.1 Official Steven Wilson - The Complete Discography (8th Edition)
- ↑ allmusic ((( In Absentia > Overview ))). www.allmusic.com. ციტირების თარიღი: 2009-10-25.
- ↑ Porcupine Tree: In Absentia< Reviews. www.popmatters.com. ციტირების თარიღი: 2009-10-25.
- ↑ Walters, Barry. (2011 [last update])Porcupine Tree: In Absentia : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 6 July 2011.
- ↑ Batmaz, Murat. Porcupine Tree: In Absentia.
- ↑ Top 20 albums of 2002 - Metal Storm. Retrieved 2009-11-09.
- ↑ Top 100 albums - Metal Storm. Retrieved 2009-11-09.
- ↑ http://www.allmusic.com/album/in-absentia-r607566/review
- ↑ lescharts.com - Porcupine Tree - In Absentia. lescharts.com. ციტირების თარიღი: 2009-10-25.
|