G.U.Y. (აკრონიმი: ინგლ.Girl Under You, ქართ.გოგონა შენს ქვემოთ) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013). სიმღერის ავტორები და პროდიუსერები არიან თავად გაგა და DJ Zedd. იგი გამოიცა, როგორც ალბომის მესამე სინგლი იტალიაში, გაგას 28-ე დაბადების დღეზე 2014 წლის 28 მარტს, ლეიბლზე Streamline Records, ხოლო აშშ-ში გამოიცა 2014 წლის 8 აპრილს ,ლეიბლზე Interscope Records. სიმღერა არის ელექტრონული საცეკვავო ჟანრის და შეიცავს ინდუსტრიული, R&B, და ჰაუს მუსიკის ელემენტებს.
სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო სხვადასხვა შეფასება, მათ შეაქეს მელოდია და გაგას ვოკალი, მაგრამ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტში გამოყენებული სტერეოტიპები. სიმღერა გახდა კომერციულად წარუმატებელი, მან მიაღწია ჩარტების სათავეში რამდენიმე ქვეყანაში. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 76-ე პოზიცია და გახდა გაგას ყველაზე წარუმატებელი სიმღერა.
გაგამ სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაში Hearst Castle. ადმინისტრაციის განცახდებით გაგამ ვილის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა სოლიდური თანხა, რის შემდგომაც კალიფორნიის შტატის მთავრობამ მას დართო კომერცილუი ვიდეოს გადაღების უფლება ვილის ტერიტორიაზე. ვიდეოს გადაღებები მიმდინარეობდა ექვსი დღის განმავლობაში. ვიდეოს რეჟიროი არის თავად გაგა და იგი არის 11 წუთიანი. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველ ფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთად ნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს იგი, გაგა ცვლის მათ კლონით სახელად G.U.Y., კლონში გაერთიანებულია იესო ქრისტეს, მაჰათმა განდის, მაიკლ ჯექსონის და ჯონ ლენონისდნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნეს გაგას სარეჟისორო ნამუშევარი. გაგამ სიმღერა რამოდნიმეჯერ შეასრულა ცოცხლად მათ შორის თავის შვიდ დღიან სარეზიდენციო შოუზეRoseland Ballroom-ში და მეოთხე მსოფლიო ტურზე ArtRave: The Artpop Ball.