შინაარსზე გადასვლა

Framestore

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპი კერძო
დარგი ვიზუალური ეფექტები
დაფუძნდა 1986; 38 წლის წინ (1986)
სათავო ოფისი ლონდონი, ნიუ-იორკი
საიტი framestore.com

Framestoreბრიტანული ვიზუალური ეფექტების შემქმნელი კომპანია, დაფუძნებული 1986 წელს ლონდონში. 1997 წელს შეისყიდა კომპანია Computer Film Company-მ. Framestore მოიცავს რამდენიმე სფეროს: რეკლამები, მუსიკალური ვიდეოები, ანიმაციური და მხატვრული ფილმები.

კომპანიის დარეგისტრირებული ოფისი მდებარეობს ნოელ-სტრიტის 9 ნომერში, ლონდონში. 2004 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა კომპანიის ოფისი, ამერიკელი მოხმარებლების მომსახურებისთვის. მას შემდეგ ოფისები გაიხსნა ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და მონრეალში (კანადა)

Framestore ფართოდაა აღიარებული კინოინდუსტრიაში. მის ნამუშევართა შორის არის ბევრი განთქმული პროექტი. 2007 წელს კომპანია ნომინირებული იქნა ოსკარზე ფილმისთვის „სუპერმენის დაბრუნება“. 2008 წელს არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. ამავე წელს კომპანიას გადაეცა BAFTA-ს ჯილდო.

2016 წლის ნოემბერში, 112.50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ Framestore-ის აქციების 75% შეიძინა ჩინურმა ჰოლდინგურმა კომპანია Cultural Investment Holdings Co-მა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kollewe, Julia (3 ნოემბერი, 2016). „Harry Potter special effects firm looks east with sale to China group“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)