შინაარსზე გადასვლა

Fat Joe

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Fat Joe

ჯოზეფ ანტონიო კარტახენა, იგივე Fat Joe (ქართ. მსუქანი ჯო; დ. 19 აგვისტო, 1970) — ამერიკელი რეპერი და ჯგუფების D.I.T.C. და Terror Squad. წევრი.

გამოცემული აქვს მთელი რიგი ალბომებისა. პირველი ალბომი, Represent, გამოვიდა 1993 წელს. მას 1995 წელს მოჰყვა Jealous One's Envy. 1998-2006 წლებში იგი ლეიბლ Atlantic Records-თან თანამშრომლობდა და მასზე 4 ალბომი გამოსცა - Don Cartagena (1998), Jealous Ones Still Envy (J.O.S.E.) (2001), Loyalty (2002) და All or Nothing (2005).[1] უკანასკნელის გამოცემის პერიოდში იგი ცნობილი გახდა რეპერ 50 Cent-თან კონფლიქტით, რომელმაც Fat Joe-ს უხეშად მიმართა სიმღერაში „Piggy Bank“.

2006 წლიდან, როდესაც გამოიცა ალბომი Me, Myself, & I, Fat Joe თანამშრომლობდა ლეიბლთან Imperial Records. შემდეგი, 2008 წლის ალბომი იყო The Elephant in the Room, მოგვიანებით კი - Jealous Ones Still Envy 2 (J.O.S.E. 2), ალბომის Jealous Ones Still Envy (J.O.S.E.) გაგრძელება (2009). მეათე ალბომი, The Darkside Vol. 1 2010 წელს გამოიცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Prato, Greg. (2008)Fat Joe - Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 2008-04-18.