Fairchild Semiconductor
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი |
ნახევრად გამტარები გამოთვლითი ქსელი |
დაფუძნდა | 1 ოქტომბერი, 1957 |
დამაარსებელი |
შერმან ფეირიჩაილდი ართურ როკი |
სათავო ოფისი | სანივეილი, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
მარკ ტომპსონი[1] მარკ ს. ფრეი[1] |
შემოსავალი | 1.370 მილიონი აშშ დოლარი (2015) [2] |
მთლიანი შემოსავალი | 6.30 მილიონი აშშ დოლარი (2015) [2] |
სუფთა მოგება | 15.1 აშშ მილიონი დოლარი (2015) [2] |
მფლობელი | ON Semiconductor |
თანამშრომელი | 9000 |
საიტი | fairchildsemi.com |
Fairchild Semiconductor International, Inc. — ნახევრად გამტარების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც იქცა პიონერად ტრანზისტორების და ინტეგრირებული მიკროსქემების წარმოებაში. დაარსდა 1957 წლის 1 ოქტომბერს, როგორც Fairchild Camera and Instrument-ის დივიზია, ქალაქ სან-ხოსეში, კალიფორნიაში.
1959 წელს კომპანიის 8 დამფძუნებლიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, რობერტ ნოისმა შექმნა პირველი ინტეგრირებული მიკროსქემა.[3] ამ შემთხვევამდე ნახევარი წლით ადრე, ჯეკ კილბიმ, Texas Instruments-დან შეიმუშავა გერმანიუმის ინტეგრირებული სქემა. თუმცა ნოისის მოდელი უფრო სასარგებლო აღმოჩნდა მასიური წარმოებისთვის. სწორედ ის გამოიყენება თანამდეროვე ჩიპებში.[4]
1960-იან წლებში კომპანია გახდა ერთ-ერთი წამყვანი ოპერაციული გამაძლიერებლების და სხვა ანალოგური ინტეგრალური სქემების წარმოებაში. მაგრამ, ამავე დროს, Fairchild Camera and Instrument-ის ახალმა განყოფილებამ დაიწყო Fairchild Semiconductor-ის მოქმედებების თავისუფლების შეზღუდვა, რამაც გამოიწვია შიდა კონფლიქტი.[5] შედეგად, „რვიანის“ წევრები და სხვა გამოცდილი თანამშრომლები წავიდნენ Fairchild-დან და დააარსეს საკუთარი კომაპანიები. 1968 წელს რობერტ ნოისმა და გორდონ მურმა თავი გაითავისუფლეს და დააარსეს Intel. ამ დროისთვის Fairchild-ში რჩებოდა მცირე რაოდენობით გამოცდილი მეცნიერი და ინჟინერი.
1975 წელს კომპანიამ გამოსცა 8 ბიტიანი პროცესორი Fairchild F8,[6][7] თუმცა მას არ მოჰყოლია რაიმე სახის კომერციული წარმატება. აღნიშნული პროცესორი გამოიყენეს Fairchild-ის მიერ შექმნილ სათამაშო კონსოლ Video Entertainment System-ში (VES), რომელსაც მოგვიანებით გადაერქვა სახელი Channel F-ით. ეს იყო პირველი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა მიკროპროცესორს და ცვლად სათამაშო კარტრიჯს. თავდაპირველად სისტემამ მიაღწია წარმატებას, მაგრამ Atari 2600-ის გამოცემის შემდეგ, კონკურენცია ვერ გაუწია[8] და მისი წარმოება შეწყდა.
1979 წელს Fairchild შეიძინა Schlumberger-მა, ხოლო 1987 წელს მიყიდა National Semiconductor-ს,[9]. მაგრამ 1997 წელს ის გამოეყო ამ უკანასკნელს და იქცა დამოუკიდებელ კომპანიად, შტაბ-ბინით მენში. 1999 წელს მისი აქციები მოექცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.[10] 2016 წლის სექტემბერში ის შეისყიდა ON Semiconductor-მა 2.4 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Fairchild Semiconductor“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- Fairchild Semiconductor-ის ისტორია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 About Fairchild - Overview of Fairchild Semiconductor Company. Fairchild. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2014.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Financial Statements for Fairchild Semiconductor Intl Inc - Google Finance. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2017.
- ↑ 1958: Invention of the Integrated Circuit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 30 марта 2008.
- ↑ Computer History Museum - The Silicon Engine ; 1959 - Practical Monolithic Integrated Circuit Concept Patented. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2008.
- ↑ Blasi, J., Kruse, D., Bernstein, A., It All Began with Shockley // In the Company of Owners: The Truth about Stock Options (And Why Every Employee Should Have Them), 2003. — 9,10 გვ, ISBN 978-0465007004.
- ↑ CPU of the Day: Fairchild F8 Microprocessor. The CPU Shack Museum (8 ივნისი, 2013). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2013.
- ↑ The Fairchild F8. The Antique Chip Collector's Page. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2013.
- ↑ Gareth R. Jones (2007). Strategic management: an integrated approach, 7th, Boston: Houghton Mifflin, გვ. C-123. ISBN 0-618-73166-0. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2012.
- ↑ Lubove, Seth, Do Oil and Data Mix? // Forbes, 2002.
- ↑ Fairchild Semiconductor History 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-15. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2008.