El Celler de Can Roca
El Celler de Can Roca - რესტორანი ესპანეთში, კატალონიაში, ქალაქ ჟირონაში. გახსნილი იყო 1987 წელს ძმები როკების - ჯონის, ჯოზეფის და ჯორდის მიერ. პირველად მდებარეობდა ძმების მშობლების 1967 წლიდან მომუშავე რესტორნის "Can Roca" - ს გვერდით [1], მაგრამ 2007 წელს რესტორანი განგებ აშენებულ ახალ შენობაში გადავიდა. კრიტიკების მიერ რესტორანმა კარგი შეფასება მიიღო და სამი მიშლენის ვარსკლავი მიენიჭა. ჟურნალ "Restaurant"-ის მიერ სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად 2013, 2015 და 2018 წელს [2]; 2011, 2012 და 2014 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა.
რესტორნის მენიუში ჭარბობს ტრადიციული კატალანური სამზარეულო გარკვეული ცვლილებებით, რომლებსაც მიშლენის გზამკვლევი აღწერს როგორც "კრეატიულს", The Times კი როგორც "ტრადიციულს ცოტაოდენი სურეალიზმით". გამოირჩევა კერძების უჩვეულო გარეგნობით, მაგ. კარამელიზირებული ზეთისხილი ბონსაის ხეზე. მენიუში შედის სუნამოებით შთაგონებული კერძები. რესტორანს აქვს ღვინის მარანი 60000 შენახული ბოთლით. ჯონი, უფროსი ძმა, რესტორნის უფროსი შეფია, ჯოზეფი, შუათანა, ღვინის დეგუსტატორია, უმცროსი ჯორდი კი კონდიტერი. ძმებმა საკმაო ცნობადობა მოიპოვეს, ატარებდნენ ლექციებს ჰარვარდის უნივერსიტეტში.
ინტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის ბოლოს გახსნილი ახალი შენობა მდებარეობს ძველისგან მიახლოებით 100 მეტრის დაშორებით. ძველი შენობა ახლაც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით. შიგნით რესტორანში ხის იატაკი და უბრალო მაგიდებია, ყოველ მაგიდაზე დევს ძმების სიმბოლო - სამი ქვა. ახალ, უფრო დიდ სამზარეულოში ადგილია ოცდაათი შეფისთვის და ჯონ როკას პერსონალური ღია სამუშაო სივრცე, საიდანაც მას შეუძლია თვალი ადევნოს სხვა მზარეულებს. სულ სტუმრებისთვის 45 ადგილია.
მენიუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესტორანი იყენებს როგორც მაღალი დონის კულინარიისთვის ტრადიციულ ინგრედიენტებს, ასევე ადგილობრივ კატალანურ და სხვა ქვეყნების ინგრედიენტებს. მომზადებაში იყენება როგორც მარტივი ტექნოლოგიები, ასევე მოლეკულური გასტრონომია. შემოსვლისას სტუმრებს კერძების დეგუსტაცია შეუძლიათ.
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]El Celler de Can Roca ნაჩვენებია ბრიტანული შოუ "MasterChef: The Professionals" - ის 2011 წლის 13 დეკემბერის ეპიზოდში. კონკურსანტები ამზადებდნენ კერძებს სამივე ძმისთვის და რესტორნის საფირმო კერძებს სტუმრებისთვის.