Born This Way (ქართ.დავიბადე ასეთი) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, რომელიც შესულია მომღერლის ამავე სახელწოდების მეორე სტუდიურ ალბომში Born This Way. სიმღერის ავტორი და პროდიუსი არის თვითონ გაგა, ფერნანდო გერიბეი, იეპე ლოურსენი და DJ White Shadow. გაგამ სიმღერა დაწერა 2010 წელს თავის მეორე მსოფლიო ტურის The Monster Ball Tour-ის დროს, წერა დაიწყო ქალაქ მანჩესტერში და დაასრულა ლივერპულში. სიმღერა გაგას შთააგონა 1990იანი წლების პოპ-მუსიკის ქალმა მომღერლებმა და ლგბტ სლენგმა, გაგამ განმარტა, რომ სიმღერა იყო მისი თავისუფლები აღმნიშვნელი. 2010 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გაგამ შეასრულა სიმღერის რეფრენი და განაცხადა, რომ ეს სიმღერა იქნებოდა ახალი სტიუდიური ალბომი პირველი სინგლი. სიმღერა გამოვიდა 2011 წლის 11 თებერვალს.
სიმღერა გაწაყვეტილი სინთპოპის და საცეკვაო პოპის სტილში, სიმღერის ძირითადი ტექსტია, რომ განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენ დავიბადეთ ასეთები. სიმღერამ მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან და სიმღერას უწოდეს "კლუბის ჰიმნი", მათ ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსება იყო პოპ-მომღერალ მადონას 1989 წელს გამოშვებულ სინგლთან "Express Yourself". სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი 19 ქვეყანაში, მათ შორის ბილბორდის ცხელი ასეულში და გახდა გაგას მესამე ნომერ პირველი სინგლი, სიმღერა ასევე გახდა ნომერ 1000 სინგლი, რომელმაც დაიკავა ნომერ პირველი ადგილი ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში.[1] სიმღერა ასევე გახდა ყველაზე გაყიდვადი სიმღერა iTunes-ის ისტორიაში, იგი ხუთი დღის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი ოდენობის გაიყიდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიმღერა გაიყიდა 8.2 მილიონ ასლზე მეტი და გახდა ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო გაყიდვადი სინგლი.
გაგამ სიმღერაზე გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიც არის მოდის ფოტოგრაფი ნიკ ნაითი. გაგას თქმით ვიდეო შთააგონა სალვადორ დალიმ და ფრენსის ბეკონისმა. ვიდეო მხოგვითხრობს ახალი რასის დაბადებაზე, რომლის მთავარი ამბიციაა ადამიანები იყვნენ ერთად და თავისუფლები. ვიდეოში გაგა ასევე ცეკვავს ამ ახალი რასიის ქალაქის მოსახლეობასთან ერთად. კრიტიკოსებმა აღნიშნეს მსგავსება, კულტურულ ლიტერატურასთან, ბერძნული მითოლოგიასთან და სიურეალიზმთან.