2С1
2С1 | |
---|---|
ბულგარეთის სამხედრო აღლუმზე | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 26 |
ეკიპაჟი, კაცი | 4 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1969-1991[1] |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | დღემდე |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 2.85 |
სიმაღლე, მმ | 2,73 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | 20მმ მსუბუქი ჯავშანი |
შეიარაღება | |
ტყვიამფრქვევები | არ აქ |
სხვა შეიარაღება | 122მმ 2A18 მაქს.სიშორე 21,9 |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | დიზელის YaMZ-238N ტიპის ძრავა |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 500 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 60 |
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ | 30 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 500 |
2ს1 გვოზდიკა (რუს. 2С1 Гвоздика) — საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. შექმნილია მსუბუქ ამფიბიურ გამწევ მანქანა МТ-ЛБ -ის ბაზაზე. ქვემეხად კი აქვს 122მმ D-30. 2С1 შექმნილია GRAU-ს მიერ.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვითმავალი ჰაუბიცა 2C1 აგებულია თანამედროვე თვითმავალი არტილერიისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სქემით — წინა ნაწილში განლაგებულია მართვისა და ძრავა-ტრანსმისიული განყოფილებები. საბრძოლო განყოფილება კორპუსის შუა და ბოლო ნაწილებშია მოთავსებული. ამავე ნაწილში დაყენებულია დაჯავშნული კოშკურა საარტილერიო შეიარაღებით. ეკიპაჟი ოთხი ადამიანისგან შედგება. მძღოლი-მექანიკოსი იმყოფება მართვის განყოფილებაში; მეთაური, დამმიზნებელი და გადამტენი — იმყოფებიან კოშკურაში. ჰაუბიცის კორპუსი და კოშკურა ერთმანეთთან შედუღებული ჯავშნიანი ფოლადის ფილებისგან არის აწყობილი. ჯავშანი იცავს ხელის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან. ასევე — მცირე სიმძლავრის ნაღმებისგან. სროლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სახის ჭურვი, რომელიც შედის ჰაუბიცა Д-30-ის საბრძოლო კომპლექტში: მსხვრევადი, მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლის, მანათობელი ჭურვები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1969 წელს, ხოლო წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1970 წელს. თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პირველად გამოჩნდა პოლონეთის სამხედრო აღლუმზე 1974 წელს. დასავლეთში 2С1-ს M1974 უწოდეს. თვითმავალი საარტილერიო დანადგარის წარმოება მიმდინარეობდა პოლონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.
საარტილერიო დანადგარის დადებითი და უარყოფითი მხარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2С1-ის უპირველესი ნაკლი იყო მისი სუსტი ჯავშანი, ხშირად ჭურვის მოხვედრის შემდეგ ეკიპაჟი ყველა წევრი იღუპებოდა. ასევე ძალიან დაბალი არის მისი ამფიბიური შესაძლებლობები, თუმცა ეფექტურია თოვლში და ჭაობებიან ადგილებში.
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირი
- UR-77 "Meteorit" — გამნაღმელ ტრალებიანი მოდიფიკაცია
- RKhM-K — სამეთაურო ვარიანტი
- პოლონეთი
- 2S1M — გაძლიერებული ამფიბიური საკიდრებით
- 2S1T Goździk — გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელსაც გაძლიერებული აქვს ცეცხლის მართვის სისტემა, ასევე დამატებული აქვა რადიოები, ჯიპიესი
- Rak carrier — მას ჰქონდა 120მმ ნაღმსატყორცნი, რომელიც იყო 2S1-ის შასზე
- LPG (LPG for Lekkie Podwozie Gąsiennicowe – Light Tracked Chassis) — 2S1 Goździk გადაკეთებული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანად, მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი, ასევე შეცვალეს ძრავა და დააყენეს ახალი გერმანული მტუ-ს
- რუმინეთი
- Model 89 — მოდიფიცირებული ვარიანტი რომელსაც კორპუსი ჰქონდა MLI-84-ის მსგავსი
- ირანი
- Raad-1 — ირანელების მიერ მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელსაც ჰქონდა Boragh დეტალებით გამოყენებული კორპუსი
- ბულგარეთი
- BMP-23 (bojna mashina na pekhotata) — მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი და მის მაგივრად დაყენებული ჰქონდა 23მმ 2A14 ტიპის ქვემეხი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა
- BMP-23D — დამატებული ჰქონდა კვამლის ყუმბარები და 9K111 "Fagot"-ი
- BRM-23 — სადაზვერო მოდიფიკაცია
- BMP-30 — შეიარაღებაში ჰქონდა ბმპ-2-ის ქვემეხი. ასეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა მხოლოდ 10 ცალი აიგო
- სუდანი
- Abu Fatma — ლიცენზირებული ასლი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.enemyforces.net/artillery/gvozdika.htm დაარქივებული 2009-04-27 საიტზე Wayback Machine.
- http://www.svsm.org/gallery/2S1 დაარქივებული 2008-08-30 საიტზე Wayback Machine. (სურათები)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 122-мм Самоходная гаубица 2С1 „Гвоздика“. Государственный Военно-технический музей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2012-04-22.