ჰემატომა
ჰემატომა | |
---|---|
დარგი | family medicine |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | M79.81 |
ICD-9 | 729.92 |
MeSH | D006406 |
ჰემატომა (ჰემატო... და ...ომა) — სისხლის განსაზღვრული რაოდენობის დაგროვება ქსოვილებში, წარმოიქმნება სისხლის დენის დროს, როდესაც სისხლი კი არ ჟღინთავს ქსოვილებს (კანქვეშა უჯრედისს, კუნთებს, ძვლისაზრდელას, თავის ტვინს, ღვიძლს, ელენთას), არამედ მათში ქმნის ღრუს. ძირითადი მიზეზებია ტრავმა, ავადმყოფურად შეცვლილი სისხლძარღვების გახევა, ამასთან მიზეზები შეიძლება გახდეს მალორი-ვეისის სინდრომი, სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა[1]. პატარა ჰემატომა უკვალოდ შეიწოვება, დიდი ჰემატომის გარშემო ვითარდება ანთებითი პროცესი და წარმოიქმნება მკვრივი კაფსულა. ჰემატომის ადგილი შესივებული, ჩალურჯებული და მტკივნეულია.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰემატომის ადგილზე დამწოლი ნახვევი, პირველ დღე-ღამეს სიცივე, შემდეგ – სითბო; ღვიძლისა და ელენთის ჰემატომის გახეთქვისას, აგრეთვე ჰემატომის დაჩირქებისას აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 620.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.medgeo.net - ჰემატომა
- www.reitingi.ge - სილურჯეებისა და ჰემატომას სწრაფი მკურნალობის 7 უნიკალური მეთოდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ tsamali.ge - ჰემატომა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2016-02-21.