შინაარსზე გადასვლა

ჰასეკი სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიურემ სულთანი, პირველი ჰასეკი.

ჰასეკი სულთანი (ოსმ. خاصکي السلطان او خاسكي السلطان[1]) — ოსმალეთის სულთნის მეუღლის ან ხარჭის იმპერიული ტიტული. დროის ადრეული პერიოდისთვის გამოიყენება ეს წოდება, ჰასეკი სულთანი. მისი მნიშვნელობაა „მთავარი მეუღლე“ ან „ერთი საყვარელი“ სულთანი. შემდგომ პერიოდში, მნიშვნელოვნად იწყება წოდების სახეცვლილება და იქცევა უფრო ზოგად ცნებად, როგორიცაა „იმპერიული მეუღლე“.[2] ჰიურემ სულთანი, იყო სულეიმან დიდებულის მთავარი მეუღლე, რომელიც იყო ამ სათაურის პირველი მფლობელი.[3]

ჰასეკი სულთანი გამოიყენებოდა მხოლოდ მე-16, მე-17 საუკუნეში. ამის შემდეგ, ქადინ ეფენდი გახდა უმაღლესი ხარისხის იმპერიეული წოდება სულთნის ცოლებისთვის.

სიტყვა haseki (خسكي-خاصکي-خاسكي) მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს „ატრიბუტი რაღაც ექსკლუზიურად“.[4]

სულთანი (سلطان) ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა, რაც ნიშნავს, „ორგანოს“ ან „სამფლობელოს“. მე-16 საუკუნის დასაწყისიდან, ამ სათაურს ატარებენ. 

ცნობილი ჰასეკი სულთნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასეკი ჰიურემ სულთანი (1502/04 - 1558) — ჰიურემი, პირველი ჰასეკი სულთანი, სულეიმან I-ის მეუღლე. იგი იყო პირველი ჰასეკი, პირველი მონა, რომელმაც 1-ზე მეტი შვილი გაუჩინა სულთანს, რადგან ეს მაშინ არ შეიძლებოდა. იგი იყო პირველი მონა, რომელიც სულთანმა ცოლად შეირთო და წესი დაარღვია. ჰიურემს 5 შვილი ეყოლა: შეჰზადე მეჰმედი, მიჰრიმაჰ სულთანი, სელიმ II , შეჰზადე ბაიაზიდი, შეჰზადე ჯიჰანგირი. მისი შვილი — სელიმი ტახტის მფლობელი გახდა მაგრამ ჰიურემი ამას ვერ მოესწრო და ვერ მიიღო ვალიდეს ტიტული.

ჰასეკი აფიფე ნურბანუ ვალიდე სულთანი (1524 - 1583) — ნურბანუ, სელიმ II-ს მეუღლე. მისმა მეუღლემაც მამას მიბაძა და ნურბანუ ცოლად შეირთო, მანაც 1-ზე მეტი შვილი გააჩინა. მას და სელიმს ეყოლათ 4 შვილი: ესმაჰან სულთანი, გევერჰან სულთანი, შაჰ სულთანი, მურად III. მურადის მმართველობისას იყო ვალიდე სულთანი.

ჰასეკი მაჰფეიქერ ქიოსემ ვალიდე სულთანი (1590 - 1651) — ქიოსემი, აჰმედ I-ის მეუღლე. მანაც წინამორბედი სულთნების მსგავსად შეირთო ცოლად ქიოსემი და ეყოლათ 9 შვილი: შეჰზადე მეჰმედი, აიშე სულთანი, ფატმა სულთანი, გევერჰან სულთანი, ჰანზადე სულთანი, მურად IV, შეჰზადე ქასიმი, შეჰზადე სულეიმანი, იბრაჰიმ I. მურადის, იბრაჰიმის და ასევე მისი შვილიშვილის — მეჰმედ IV-ს მმართველობის დროს იყო ვალიდე სულთანი.

ჰასეკი სულთნების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფოტო სახელი დაბადების სახელი წარმოშობა ტიტულის დაკარგვა გარდაცვალება მეუღლე
ჰიურემ სულთანი

خُرَّم سلطان

ალექსანდრა ლაროსა ან

ანასტასია

რუტენიელი მღვდლის შვილი 15 აპრილი 1558
სულეიმან I დიდებული
ნურბანუ სულთანი

نور بانو سلطان

სესილია ვენიერ - ბაფო ვენეციელი 15 დეკემბერი 1574

მეუღლის გარდაცვალება

7 დეკემბერი 1583

სელიმ II

საფიე სულთანი

صفیه سلطان

სოფია ბაფო ვენეციელი ან ალბანელი 15 იანვარი 1595
მეუღლის გარდაცვალება
10 ნოემბერი 1618

მურად III

მაჰფეიქერ ქიოსემ სულთანი

قسّم سلطان

ანასტასია (ნასია) ბერძენი, კუნძული ტინოსის მღვდლის შვილი 22 ნოემბერი 1617

მეუღლის გარდაცვალება

2 სექტემბერი 1651

აჰმედ I

აიშე სულთანი

عایشه سلطان

უცნობია
10 მაისი 1622 1640

ოსმან II

აიშე სულთანი

عایشه سلطان

უცნობია 8 თებერვალი1640


მეუღლის გარდაცვალება

1680

მურად IV

თურჰან ჰატიჯე სულთანი ნადეჟდა რომანოვა რუტენიელი 12 აგვისტო1648

მეუღლის გარდაცვალება

5 ივლისი1683

იბრაჰიმ I

ჰატიჯე მუაზეზ სულთანი ევა ებრაელი 12 აგვისტო1648

მეუღლის გარდაცვალება

1687
სალიჰა დილაშუბ სულთანი კატარინა სერბი 12 აგვისტო1648

მეუღლის გარდაცვალება

4 დეკემბერი1689
ჰუმაშაჰ სულთანი

ھما شاہ سلطان

ჩერქეზი 12 აგვისტო1648

მეუღლის გარდაცვალება

აიშე სულთანი აიშე ყირიმელი თათარი 12 აგვისტო1648

მეუღლის გარდაცვალება

ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი ევგენია ვორია ბერძენი 8 ნოემბერი1687


მეუღლის ტახტიდან ჩამოგდება

6 ნოემბერი1715

მეჰმედ IV

რაბია სულთანი 6 თებერვალი 1695


მეუღლის ტახტიდან ჩამოგდება

14 იანვარი 1712
აჰმედ II


  1. Bianchi, Thomas Xavier (1831) Vocabulaire français-turc à l'usage des interprètes: des commerçans, des navigateurs, et autres voyageurs dans le Levant. Paris: Éverat, გვ. 830. ციტირების თარიღი: November 24, 2014. 
  2. Peirce (1993) p.107
  3. Peirce (1993) p.91
  4. Davis (1986)