მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰავაი (Hawaii, Hw) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. კუნძულები 1778 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა. ცნობილი იყო სენდვიჩის კუნძულების სახელით. 1843 წელს — ფრანკო-ბრიტანული კონვენციით გარანტირებული იყო მისი დამოუკიდებლობა კამეჰამეჰას დინასტიის მმართველობით. მეფეები: კამეჰამეჰა IV (1863 წლამდე); კამეჰამეჰა V (1872 წლამდე); უილიამ ლუნალილო (1874 წლამდე); დევიდ კალაკაუა (1891 წლამდე); დედოფალი ლილიუოკალანი (1893 წლამდე). 1887 წელს — მიიღეს კონსტიტუცია. 1894 წელს — გამოცხადდა რესპუბლიკა. 1898 წელს — მიუერთდა აშშ-ს. 1900 წელს — ტერიტორია. 1959 წელს — გახდა აშშ-ის 50-ე შტატი.
- ფართობი — 16,6 ათასი კმ² (20 კუნძული).
- მოსახლეობა — 1,360 ათასი (ევროპელი 34 %, იაპონელი 25 %, ფილიპინელი 14 %, ჰავაელი 12 %, ჩინელი 6 %).
- ქალაქის მოსახლეობა — 86,5 %.
- ქალაქები — ჰონოლულუ (დედაქალაქი), 423 ათასი კოოფაუპოკო, 109 ათასი.
- თავისებურებები — ჰავაი წარმოადგენს 20 ვულკანური კუნძულის ჯაჭვს. უდიდესი მოქმედი ვულკანი მაუნა-კეა (4201 მ) და მთა მაუნა-ლოა (4170 მ).