ჰადრონები
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e4/Hadron_colors.svg/150px-Hadron_colors.svg.png)
ჰადრონები (ძვ. ბერძნ. ἁδρός — „ძლიერი“, „დიდი“) — ძლიერად ურთიერთქმედი ელემენტარული ნაწილაკების კლასი. ჰადრონებს განეკუთვნება ყველა ბარიონი, ანტიბარიონი, მეზონი და რეზონანსი.
ჰადრონები მათი კვარკული შედგენილობით იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:
- ბარიონი — შედგება სამი კვარკისაგან.
- მეზონი — შედგება ერთი კვარკისა და ერთი ანტიკვარკისაგან. მეზონებს მიეკუთვნება პიონები (π-მეზონები) და კაონები (K-მეზონები) და სხვა უფრო მძიმე მეზონები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 585.
|