ჰაბსბურგების ნიდერლანდები
ჰაბსბურგების ნიდერლანდები ( ნიდერლ. Habsburgse Nederlanden; ფრანგ. Pays-Bas des Habsbourg), რომელსაც ასევე ბელგიკას ან ფლანდერსს უწოდებენ — არის საღვთო რომის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიის კოლექტიური სახელი, რომელსაც მართავდა ჰაბსბურგების სახლი.[1] მმართველობა დამყარდა 1482 წლიდან, როდესაც ვალუას დინასტიის, ვალუა-ბურგუნდიის ბოლო მმართველი მარია ბურგუნდიელი ცოლად გაჰყვა მაქსიმილიან I-ს. მათი შვილიშვილი, იმპერატორი კარლ V, დაიბადა ჰაბსბურგში, ნიდერლანდების სამეფოში და მისი ერთ-ერთი დედაქალაქი ბრიუსელი გახადა.[2] [3]
1549 წელს ჩვიდმეტი პროვინცია გახდა ტერიტორია, რომელსაც მართავდა ჰაბსბურგების ესპანეთის გვარი და საბოლოოდ, 1556 წელს, ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და ამ დროიდან ის ასევე ცნობილია, როგორც ესპანეთის ნიდერლანდები. 1581 წელს, ჰოლანდიის აჯანყების შუაგულში, შვიდი გაერთიანებული პროვინცია დაიშალა, რათა შექმნილიყო ჰოლანდიის რესპუბლიკა. 1714 წელს ესპანური სამხრეთ ნიდერლანდები გახდა ავსტრიული ნიდერლანდები, რომელიც 1795 წელს დაიპყრო საფრანგეთის პირველმა რესპუბლიკამ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაბსბურგის ნიდერლანდები იყო გეოპოლიტიკური ერთეული, რომელიც მოიცავდა მთელ დაბალ მიწებს (დღევანდელი ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი და უმეტესი ფრანგული ნორ-პა-დე-კალე) 1482-დან 1581 წლამდე.
ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III კეთილის დაქვემდებარების ქვეშ მყოფმა ნიდერლანდების პროვინციებმა გაფართოება დაიწყეს: ფლანდრიას, არტოესა და მეხელენს, ნამიურს, ჰოლანდიას, ზელანდიასა და ჰინეუტს, ბრაბანტს, ლიმბურგსა და ლუქსემბურგს პირადი კავშირით მართავდნენ ვალო-ბურგუნდიის მონარქები და წარმოადგენდნენ თავიანთ ტერიტორიებს ჰოლანდიის გენერალურ ასამბლეაში. ბურგუნდიის საკუთრების ცენტრს წარმოადგენდა ბრაბანტის საჰერცოგო სასახლე, სადაც ბურგუნდიის ჰერცოგები სასამართლო პროცესებს მართავდნენ ბრიუსელში.
ფილიპეს ვაჟმა კარლ გულადმა (1467–1477) ასევე მოიპოვა გელდერსი და ცუტფენი და სამეფო ტიტულსაც კი იმედოვნებდა ჰაბსბურგის იმპერატორ ფრიდრიხ III–ის ხელიდან, მათი შვილების — მერის და მაქსიმილიანის (მომავალში მაქსიმილიან I-ის) დაქორწინებით. ღრმად იმედგაცრუებული, მან მიიღო მონაწილეობა ბურგუნდიის დამანგრეველ ომებში და მოკლეს ნენსის ბრძოლაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ბურგუნდიელის სიკვდილის შემდეგ, 1482 წელს, მისი ქონება, ბურგუნდიის ნიდერლანდების ჩათვლით, მის ვაჟს, ესპანელ ფილიპე ლამაზს გადაეცა. მისი მამის, 1493 წლიდან საღვთო რომის იმპერატორის, მაქსიმილიან I-ის მხრიდან, ფილიპე იყო ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელი. შესაბამისად, ასე დაიწყო ჰაბსბურგის ჰოლანდიის პერიოდი. 1481–1492 წლებში ფლანდრიის ქალაქებში აჯანყებამ იფეთქა და სამოქალაქო ომში უტრეხტი ჩაერთო, მაგრამ საუკუნის დასაწყისში ორივე მხარე ავსტრიელმა მმართველებმა დააშოშმინეს.
ფილიპეს შვილი, კარლ V, საღვთო რომის იმერატორი, დაიბადა გენტში. მამამისის გზა გააგრძელა 1506 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ 6 წლის იყო. მისმა პაპამ, იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა ბურგუნდიული მემკვიდრეობა „ბურგუნდიის მაღალ წრეში“ შეიტანა, რის შემდეგაც იმპერიის შორეულ დასავლეთში მდებარე ტერიტორიებმა ავტონომია მოიპოვეს. სრული ასაკის მიღწევისას, 1515 წელს, წარმოშობით ჰოლანდიელმა კარლმაგანაგრძო თავისი ბურგუნდიის მემკვიდრეობა. მან მოიპოვა ოვერეისელისა და უტრეხტის საეპისკოპოსო მიწები, შეიძინა ფრისლანდია საქსონიის ჰერცოგ ჯორჯისგან და დაიბრუნა გრონინგენი და გელდერლანდი. მისი ჩვიდმეტი პროვინცია ხელახლა იქნა ორგანიზებული 1548 წლის ბურგუნდიის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, აუგსბურგის საიმპერიო ქონება, რომელიც იყო წარმოდგენილი საიმპერატორო მამულების სახით, აღიარებდა ნიდერლანდების გარკვეულ ავტონომიას. მას მომდევნო წელს იმპერატორის მიერ პრაგმატული სანქცია მოჰყვა, რომელმაც ჩამოაყალიბა ჩვიდმეტი პროვინცია, როგორც საღვთო რომის იმპერიისა და საფრანგეთისგან განცალკევებული სახელმწიფო ერთეული.
1555 და 1556 წლებს შორის, კარლ V-მ ჰაბსბურგების სახლი დაყო ავსტრიულ-გერმანულ და ესპანურ ფილიალებად. მისი ძმა — ფერდინანდ I გახდა სუო-იურე მონარქი ავსტრიაში, ბოჰემიასა და უნგრეთში, ასევე საღვთო რომის ახალი იმპერატორი. კარლის ვაჟმა, ფილიპ მეორემ, მემკვიდრეობით მიიღო ჩვიდმეტი პროვინცია ფა ისინი ესპანეთის გვირგვინში გააერთიანა (რომელშიც შედიოდა აგრეთვე სამხრეთ იტალია და ამერიკული სამფლობელოები). ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს „საძაგელი“ ეწოდა მისი დესპოტიზმის გამო, ხოლო კათოლიკურმა დევნებმა გამოიწვია ჰოლანდიის აჯანყება და ნიდერლანდების რევოლუცია. ესპანეთის ჩრდილოეთ პროვინციებზე ვითარება უფრო იძაბებოდა.
1579 წელს ჩრდილოეთ პროვინციებმა დააარსეს უტრეხტის პროტესტანტული გაერთიანება, რომელშიც 1581 წლის აქტის თანახმად, მათ თავი დამოუკიდებელ, შვიდ გაერთიანებულ პროვინციად გამოაცხადეს.
1581 წლის გაყოფის შემდეგ, სამხრეთ პროვინციები, სახელწოდებით t Hof van Brabant (ფლანდრია, ლუქსემბურგი, ლიმბურგი, ნამიური, მეხელენი, ბრაბანტი ა.შ) ჰაბსბურგების შემადგენლობაში დარჩა საფრანგეთის რევოლუციურ ომებამდე.
ესპანეთის ჰაბსბურგების გადაშენების და ესპანეთის მემკვიდრეობის ომის შემდეგ, სამხრეთ პროვინციები ასევე ცნობილი იყო როგორც ავსტრიული ნიდერლანდები 1715 წლიდან და შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2004-01-01) Neptune and the Netherlands: State, Economy, and War at Sea in the Renaissance (en).
- ↑ How Brussels became the capital of Europe 500 years ago en (2017-04-21). ციტირების თარიღი: 2020-03-01
- ↑ (2015-05-07) The Muslim Diaspora (Volume 2, 1500-1799): A Comprehensive Chronology of the Spread of Islam in Asia, Africa, Europe and the Americas (en).