ჯონ რასელი
იერსახე
ჯონ რასელი, პირველი გრაფი რასელი 1861 წლამდე აგრეთვე ცნობილი როგორც ლორდი ჯონ რასელი (დ. 18 აგვისტო, 1792 — გ. 28 მაისი, 1878) — ინგლისელი ვიგი და ლიბერალი პოლიტიკოსი, რომელმაც ორგზის იმსახურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. იგი იყო გამოჩენილი ფილოსოფოსის და მათემატიკოსის ბერტრან რასელის პაპა.
წარმოშობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რასელი ბრიტანული არისტოკრატიის უმაღლეს ეშელონში დაიბადა. რასელთა ოჯახი მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ვიგების ერთ-ერთ მთავარ დინასტიას წარმოადგენდა და ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ მიწათმფლობელ არისტოკრატიულ ოჯახთა შორის იყო. თუმცა, როგორც მეექვსე თავადი ბედფორდის უმცროს ვაჟს, ჯონ რასელს მემკვიდრეობით ოჯახის უძრავი ქონება არ მიუღია. რასელი სწავლობდა უესტმინსტერის სკოლასა და ედინბურგის უნივერსიტეტში, საიდანაც მას დიპლომი არ აუღია.