ჯალილ მამედყულიზადე
ჯალილ მამედყულიზადე | |
---|---|
აზერ. Cəlil Məmmədqulu oğlu Məmmədquluzadə | |
დაბადების თარიღი | 10 (22) თებერვალი, 1869[1] |
დაბადების ადგილი | ნახიჩევანი |
გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 1932 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | გორის საოსტატო სემინარია |
ჟანრი | პროზა |
მეუღლე | ჰამიდა მამედყულიზადე |
შვილ(ებ)ი | Q16370652? და Q31305159? |
ჯალილ მამედყულიზადე (ფსევდონიმი — მოლა ნასრედინი) (აზერ. Cəlil Məmmədqulu oğlu Məmmədquluzadə)(დ. 22 თებერვალი, 1866, ნახჭევანი — გ. 4 იანვარი, 1932, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
სწავლობდა ნახჭევანში. დაამთავრა საოსტატო სემინარია (1887). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მამედყულიზადეს პირველი მხატვრული თხზულებებია პიესა „ჩაის სერვიზი“ (1889) და მოთხრობების ციკლი „შემთხვევა სოფელ დანაბაშში“ (1894). 1903 წელს ჩამოვიდა თბილისში. აქ თანამშრობლობდა აზერბაიჯანულ გაზეთში „შარგი რუსსა“ და ამიერკავკასიის ბოლშევიკთა პირველ ლეგალურ ორგანოში „კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ“. 1906 წელს თბილისში დააარსა სატირული ილუსტრირებული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“ (გამოდიოდა 1931 წლამდე, ხანგამოშვებით).
ავტორია სოციალური და საზოგადო კონფლიქტების ამსახველი ანტირელიგიური კომედიისა „მიცვალებულნი“ (1909), მოთხრობისა „სკოლა სოფელ დანაბაშში“ (1921) და სხვა. 1920 წელს წავიდა ემიგრაციაში (თავრიზში). ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა აზერბაიჯანში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 'შაყულაშვილი გ.', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.