შინაარსზე გადასვლა

ჯავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯავა (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
ჯავა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°23′00″ ჩ. გ. 43°55′00″ ა. გ. / 42.38333° ჩ. გ. 43.91667° ა. გ. / 42.38333; 43.91667
ცენტრის სიმაღლე 1040
მოსახლეობა 768 (17 იანვარი, 1939)[1] ,
856 (15 იანვარი, 1959)[1] ,
1 886 (15 იანვარი, 1970)[1] ,
1 502 (17 იანვარი, 1979)[1] ,
1 524 (12 იანვარი, 1989)[1] ,
2 111 (15 ოქტომბერი, 2015)[1] ,
807 (1886),
617 (1897)
სატელეფონო კოდი +995 347[2]
საფოსტო ინდექსი 7300[3]
საავტომობილო კოდი
ჯავა — საქართველო
ჯავა
ჯავა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ჯავა
ჯავა — ჯავის რაიონი
ჯავა

ჯავა[4][5]დაბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ სიმაღლეზე, ქალაქ ცხინვალიდან დაშორებულია 22 კმ-ით. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის (ბალნეოლოგიური დაწესებულებები) ობიექტები, მცირე საწარმოები.

XX საუკუნის დასაწყისში ჯავის სამამასახლისოში შედიოდა სოფლები ნინიევკა (ნინია), ბუზალა, ბარსი, კოდობინა, პატარა გუფთა, ანძისი, ახალსოფელი და ჯირი (საკირე).[6]

1921 წელს ჯავის თემი მასში შემავალი 23 სოფლით მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922 წელს გახდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

დაბა ჯავაში მდებარეობს ჯავის დედაღვთისას ეკლესია, ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) და დედაღვთისას ეკლესია სასაფლაოზე.

ჯავა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი „ძაუ“.

თბილისში არსებობს ჯავის ქუჩა.