მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხულო — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ., თბილისიდან 438 კმ. მოსახლეობა 1007 ადამიანი (2014). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.
სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ზემო აჭარის პოლიტიკურმა ცენტრმა სხალთიდან ხულოში გადაინაცვლა. 1874 წელს მისი მოსახლეობა 100 კომლზე მეტი არ იქნებოდა ხულოში იდგა ეკლესია, რომლის ქვები ხიმშიაშვილებმა ჯამესა და სხვა შენობებზე გამოიყენეს.[1] რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომისა და შემდგომი მუჰაჯირობის გამო ხულოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 1892 წელს სოფელში გაიხსნა სასწავლებელი[2]
1924 წლიდან გახდა ხულას მაზრის ცენტრი. დაბის სტატუსი მიიღო 1964 წელს. ხულოს სადაბო საბჭო მოიცავდა სოფლებს განახლება, გოდგაძეები, გუდასახო, დეკანაშვილები, დიაკონიძეები, დუაძეები, ელელიძეები, კურცხალი, ოქრუაშვილები, უჩხო, ქედლები, ძირკვაძეები. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მოქმედებდა სამკერვალო, ელექტრომექანიკური და ლიმონათის საწარმოები. 1984 წელს დადგეს ლენინის ძეგლი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1939[3] |
883
|
1959[3] |
809
|
1970[3] |
1170
|
1979[3] |
825
|
1989[3] |
1131
|
2002 |
1142 [4][5]
|
2014 |
1007
|
2022[3] |
902
|
- ↑ ბაქრაძე, დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49, 59 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
- ↑ გოგოლიშვილი ო., განათლების ისტორიიდან აჭარაში // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბილისი, 2020, № 1, გვ. 284.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2018-02-03.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|
---|
|
| |
|
|
|