ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე
ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე (ესპ. Echegaray Y Eizaguirre, Jose), (დ. 19 აპრილი, 1832, მადრიდი, ესპანეთი — გ. 14 სექტემბერი, 1916, იქვე) — ესპანელი დრამატურგი, 1904 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1832 წლის 19 აპრილს მადრიდში, ბასკურ ოჯახში. სამი წლის რომ იყო მშობლები მურსიაში გადავიდნენ, ყოფილი მავრიტანული სამეფოს ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. ეჩეგერაის მამა მურიის უნივერსიტეტში ბერძნული ენის პედაგოგი იყო პროფესორის წოდებით. იქვე ჩააბარა მომავალმა მწერალმა. გატაცებული იყო ბერძნული და ლათინური ენებით, შეისწავლიდა ბუნებისმეტყველებისა და სამეცნიერო ისტორიას. სწავლა 14 წლისამ დაამთავრა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით. ამის შემდეგ მადრიდში დაბრუნდა, სადაც მათემატიკის შესწავლა დაიწყო ესკუელა დე კამინოსში (ტექსასწავლებელი), სწავლა 1853 წელს დაასრულა. რამდენიმე წელი ინჟინრად იმუშავა, შემდეგ ტექნიკურ სასწავლებელში თეორიული მათემატიკის პედაგოგის თანამდებობა მიიღო. ამ დისციპლინაში არაერთი სტატია და მონოგრაფია დაწერა. დაახლოებით 1863 წელს მისმა უმცროსმა ძმამ ე. მიგელმა დაწერა პიესა, რომელიც სამოყვარულო თეატრის სცენაზე დაიდგა. ეჩეგერაის ბიოგრაფთა აზრით, სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა მომავალი დრამატურგის ინტერესთა წრე. ეჩეგერაი ჩაერთო პოლიტიკაშიც. 1868 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც დედოფალი ელისაბეთ II დაამხეს, იგი საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრი გახდა, ერთი წლის თავზე კი ვაჭრობის მინისტრი. 1869 წელს ის ესპანეთის პარლამენტში აირჩიეს. მისი ინიციატივით შეიქმნა ესპანეთის ბანკი. 1874 წელს ბურბონთა დინასტიის რესტავრაციის შემდეგ მოკლე დროით პარიზს გაემგზავრა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ თეატრალური და ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული. იმავე წელს ბრუნდება მადრიდში, სადაც პირველი პიესა "ჩეკების წიგნაკი" იქმნება ფსევდონიმით აიასეკა-ი-ეისაგირი. ამის შემდეგ ეჩეგერაი თავის წარსულ საქმიანობას თავს ანებებს და მთელი სამი ათწლეულით უღრმავდება ლიტერატურულ შემოქმედებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- O Locura o Santidad, Drama en Tres Actos y en Drosa. Madrid, 1877;
- Shay F. (ed.), Twenty-five Short Plays, 1925;
- L.A. Modern Spanish Literature, 1929.
|
- ესპანელი დრამატურგები
- დაბადებული 19 აპრილი
- დაბადებული 1832
- გარდაცვლილი 14 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1916
- ესპანელი მამაკაცი დრამატურგები
- ესპანელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ესპანელი მათემატიკოსები
- XIX საუკუნის მათემატიკოსები
- XIX საუკუნის მამაკაცი მწერლები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით