ხავიერ პერეს დე კუელიარი
ხავიერ პერეს დე კუელიარი | |
გაეროს გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1982 – 31 დეკემბერი, 1991 | |
წინამორბედი | კურტ ვალდჰაიმი |
მემკვიდრე | ბუტროს ბუტროს-გალი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი, 2000 – 28 ივლისი, 2001 | |
პრეზიდენტი | ვალენტინ პანიაგუა |
წინამორბედი | ფედერიკო სალასი |
მემკვიდრე | რობერტო დანიინიო |
დაბადებული | 19 იანვარი, 1920 ლიმა, პერუ |
გარდაცვლილი | 4 მარტი, 2020 (100 წლის) ლიმა, პერუ |
მეუღლე | მარსელა ტემპლე სემინარიო |
შვილები | 2 |
ხავიერ პერეს დე კუელიარ ი დე ლა გუერა (ესპ. Javier Pérez de Cuéllar y de la Guerra; დ. 19 იანვარი, 1920, ლიმა, პერუ — გ. 4 მარტი, 2020, ლიმა, პერუ) — პერუელი დიპლომატი. გაეროს მე-5 გენერალური მდივანი (1982-1991).
დიპლომატიურ სამსახურშია 1944 წლიდან. მუშაობდა პერუს საელჩოებში: საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბოლივიაში და ბრაზილიაში. 1964 წლიდან პერუს ელჩია შვეიცარიაში, 1969–1971 წლებში. ელჩად მუშაობს სსრკ-ში და პოლონეთში, ხოლო 1977–1979 წელს ვენესუელაში. გარდა ამისა, 1971–1982 წლებში ხელმძღვანელობდა პერუს დელეგაციას გაეროში.
1981 წელს 16-ტურიანი ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1982 წლის 1 იანვარს. თანამდებობაზე დარჩა ორი ვადით.
1995 წელს მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების დაახლოებით 22 % და დამარცხდა ალბერტო ფუხიმორისთან. 2000–2001 წლებში იყო პერუს პრემიერ-მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|