შინაარსზე გადასვლა

წივწივასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წივწივასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Paridae

წივწივასებრნი, წიწკანასებრნი (ლათ. Paridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 10-20 სმ, მასა 7-25 გ) ფრინველებს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში (საჰარის სამხრეთით) და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეხეური ფორმებია. ბინადრობენ ტყეებში, ბაღებში და პარკებში, ბუჩქნარებში, მცირე რაოდენობა — ლელქაშში. წივწივასებრნი იკვებებიან მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, კენკრითა და თესლით. მოიცავს 9 გვარის 65-მდე სახეობას. საქართველოში აღრიცხულია დიდი წივწივა, წიწკანა, შავი წიწკანა, რემეზი, ულვაშა წიწკანა. შეიძლება აჭარაში დადასტურდეს ხმელთაშუაზღვიური წიწკანას არსებობაც. ულვაშა წიწკანა შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.