ძაძა
იერსახე
ძაძა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Vigna sinensis | ||||||||||||||
|
ძაძა (ლათ. Vigna sinensis) — ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს სწორი ან გართხმული ღერო, რომლის სიგრძე 20 — 200 სმ-ს აღწევს, დიდი, სამყურა, გრძელყუნწიანი ფოთოლი, 2 — 8 ყვავილისაგან შეკრებილი ყვავილედი, ნაყოფი — პარკი, შიგ 4 — 10 თესლით, რომელიც შეიცავს 24 — 28% ცილას, 1,5 — 2% ცხიმს.
იყენებენ სასურსათოდ და საკვებად. თესავენ წმინდად ან სიმინდთან და სხვა კულტურებთან ერთად. თესვის ნორმაა 35 — 40 კგ/ჰა. ძაძა გავრცელებულია ჩინეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვ. საქართველოში იზრდება ძაძის რამდენიმე ფორმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.