ცხელება Q
ცხელება Q | |
---|---|
ბერნეტის რიკეტსია | |
დარგი | infectious diseases |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 11093 |
ICD-10 | A78 |
ICD-9 | 083.0 |
MedlinePlus | 001337 |
Patient UK | ცხელება Q |
MeSH | D011778 |
ცხელება Q — Q რიკეტსიოზი, ავსტრალიური დაავადება, შუააზიური ცხელება, მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება და ფილტვების დაზიანება. იწვევს ბერნეტის რიკეტსია, რომელიც ბერნეტმა აღმოაჩინა 1937 წელს. ბუნებაში გამომწვევის მატარებლები არიან ჩანთოსნები, მღრღნელები, ძაღლები და სხვა. გადამტანია ტკიპის მრავალი სახეობა. ცხელება Q ცხოველებიდან ადამიანზე გადადის ინფიცირებული რძით ან სხვა პროდუქტებით, აგრეთვე დასნებოვნებულ მატყლზე, ბეწვეულზე, ჩალაზე მუშაობისას წარმოქმნილი მტვრის საშუალებით. ინკუბაციური პერიოდი 2 — 5 დღე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით. აღსანიშნავია თავის და კუნთების ტკივილი, უძილობა, ფილტვების ანთება. მე-12 მე-15 დღეს იწყება გამოჯანმრთელება; შესაძლებელია დაავადების რეციდივები.
პროფილაქტიკა: ავადმყოფ ცხოველთა გამოვლენა, ჰიგიენის დაცვა, ვაქცინაცია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 249.