ცულთავა
ცულთავა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
პოლარული ცულთავები (Fratercula arctica) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Fratercula Brisson, 1760 | |||||||||||||
სახეობები | |||||||||||||
|
ცულთავა[1][2][3], ცულნისკარტა[2] (ლათ. Fratercula) — ფრინველთა გვარი ალკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–35 სმ, მასა — 450–500 გ. მაღალი, კაშკაშა ნისკარტი გვერდებიდან ძლიერ შეკუმშულია. ზურგი შავია, სხეულის ქვედა ნაწილი — თეთრი. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. კარგად დადიან, ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ. იკვებებიან მცირე თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით. ბუდობენ ჯგუფებად ან კოლონიებად ფლატეებიან ზღვის სანაპიროებზე; ერთ კვერცხს დებენ ღრმა სოროში, რომელსაც რბილ გრუნტში თხრიან, ან ქვების ქვეშ და კლდის ნაპრალებში. გამოჩეკილი ბარტყები დაფარულია გრძელი და ხშირი ღინღლით; ბუდეს მთლიანად შებუმბლულები ტოვებენ. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილიდან ახალ მიწამდე სანაპიროებზე ცხოვრობს პოლარული ცულნისკარტა (F. arctica), ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე — წყნარი ოკეანის ცულთავა (F. corniculata).[4]
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვარი მოიცავს 3 არსებულ და 1 გადაშენებულ სახეობას:[5]
- პოლარული ცულთავა,[2] აგრეთვე პოლარული ცულნისკარტა[2], იგივე ცულთავა[6] (Fratercula arctica)
- ცულნისკარტა,[7] ქოჩორა ცულნისკარტა[8] (Fratercula cirrhata)[კ 1]
- წყნარი ოკეანის ცულთავა[9] (Fratercula corniculata)
- † Fratercula dowi
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცულთავა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ადრინდელი კლასიფიკაციებით ცალკე გვარში, ცულნისკარტაში (Lunda) იყო გაერთიანებული და ლათინურად Lunda currhata ეწოდებოდა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 200.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 puffin — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Fratercula — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Тупики // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.
- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 94. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 86.
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 244.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 83, 171, 193.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 86, 171, 194.