შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთის ალიანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთის ალიანსის კონტროლირებადი ტერიტორიები
ჩრდილოეთის ალიანსის დაჯგუფება ბაგრამის ავიაბაზაში

ჩრდილოეთის ალიანსი (UIF, Jabha-yi Muttahid-i Islami-yi Milli bara-yi Nijat-i Afghanistan) —ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი, ცნობილი, როგორც ჩრდილოეთის ალიანსი — ალიანსი შეიქმნა 1992 წელს. ეს იყო დაჯგუფება, რომელმაც გააერთიანა ავღანეთის მთელი რიგი საველე მეთაურები.

მოჯაჰედების შვიდი პარტიიდან ერთ–ერთის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჯამიათ–ისლამი— პარტია, რომელსაც 1980–ან წლებში თავისი რეზიდენცია ჰქონდა პაკისტანის ქალაქ პეშავარში. ხოლო 1989 წლისათვის ჩამოყალიბდა, აგრეთვე, პარტია ხებზ–ე ვახდატი ("ერთობა"), რომელიც შეიქმნა ხაზართა ინტერესების დამცველი პარტიისა და მცირე შიიტური დაჯგუფებების შერწყმის შედეგად. შიიტური დაჯგუფებების ბაზა, მანამდე, ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარეობდა.

1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომელიც მხარს უჭერდა ავღანეთის კომუნისტურ ხელისუფლებას და აიარაღებდა მათ საწვავითა და საბრძოლო მასალებით. მხარდამჭერთა გარეშე დარჩენილ ავღანეთის ხელმძღვანელობას აუჯანყდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში გაერთიანებული ძალებით ავღანელი ტაჯიკების ლიდერი აჰმად–შაჰ მასუდი, უზბეკთა ლიდერი აბდულ რაშიდ დუსტუმი, ხაზარ–შიიტთა პასრტიის ლიდერი აბდულ ალი მაზარი და ავღანელი ისმაილიტების ლიდერი მანსურ ნადერი. 1992 წლის აპრილში ავღანეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ არსებობა შეწყვიტა. ჩრდილოეთის ალიანსი პუშტუნ მოჯაჰედთა რაზმების მოსვლამდე ჩქარობდა (და მოახერხა კიდეც) ქალაქ ქაბულში შესვლას, რათა ხელში ჩაეგდო დედაქალაქში ხელსაყრელი პოზიციები.

ახალშექმნილი ხელისუფლება (რომელშიც მასუდს ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი) აერთიანებდა თითქმის ყველა ძირითად პარტიას, მაგრამ ის აღმოჩნდა დღენაკლული, დაიშალა და დაიწყო შეტაკებები მტრულად განწყობილ პარტიებსა და ფრონტებს შორის. ამ შინაგან წინააღმდეგობებს დასასრული დაუდო მოძრაობა "თალიბანმა", რომელმაც 1996 წელს აიღო ქაბული.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საზოგადოებრიობა შეშფოთდა თალიბანის მოქმედებით, ჩრდილოეთის ალიანსი აჰმად–შაჰ მასუდის მიერ იქნა რეორგანიზებული და აღდგენილი. მან მოახერხა ნდობის აღდგენა დასავლეთის მრავალ ქვეყანასა და მათ მოკავშირეებში, შეიძინა ახალი შეიარაღება და ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, ქვეყნის ტერიტორისს თითქმის 15%–ზე მოახერხა კონტროლის დამყარება. ეს იყო, ძირითადად, ტაჯიკებითა და უზბეკებით დასახლებული ტერიტორიები.

1999 წლისათვის ჩრდილოეთის ალიანსს უკვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა ცერეუ–სთან, რის შესახებაც მაშინდელი ხელმძღვანელი ჯორჯ ტენეტი წერდა თავის წიგნში "შტორმის ცენტრი", რომ 11 სექტემბრის ამბების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ცერეუ–ს თავისი ჯგუფი ჰყავდა განლაგებული ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში ჩრდილოეთის ალიანსის კონტროლირებად ტერიტორიებზე, კეძოდ, პანჯერის ხეობაში, სადაც მათ მოახერხეს ხუთჯერ შეხვედროდნენ ალიანსის ხელმძღვანელებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მეთაურს აჰმად_შაჰ მასუდს.

ალიანსი აჰმად–შაჰ მასუდის გარდაცვალების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 9 სექტემბერს 2 ტერორისტი–თვითმკვლელი, ჟურნალისტის ნიღაბქვეშ, ინტერვიუს იღებდა აჰმად–შაჰ მასუდისაგან. მოულოდნელად პირდაპირ ტელეეკრანის წინ მოხდა აფეთქება. ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ერთ–ერთ ტელეკამერაში. აჰმად–შაჰი გარდაიცვალა, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებას, მასუდის ახლო ნათესავბსაც კი, უმალავდნენ ამ ფაქტს მოწმეები. მაღალი თანამდებობის პირები ამტკიცებდნენ, რომ ავღანეთის მხედართმთავარი დაჭრილია, მაგრამ მისი სიცოცხლე არ არის საფრთხეში. ცნობები არ დადასტურდა. მასუდი მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. 2001 წლის 16 სექტემბერს ის დაკრძალეს პანჯშერის ხეობაში.

აჰმად–შაჰ მასუდის მემკვიდრე გახდა 44 წლის გენერალი მუჰამედ ფაჰიმხანი. ჯერ კიდევ 13 სექტემბერს, ის ოფიციალურად იქნა წარდგენილი სასწრაფოდ შეკრებილ სხდომაზე დუშანბეში, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის ოფიციალური პირების წინაშე. მუჰამედ ფაჰიმხანი კარგად არის ცნობილი. მან დაამთავრა ქაბულის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტი, იბრძოდა ჯერ კიდევ საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. 1992 წელს დანიშნულ იქნა უშიშროების მინისტრად, ხოლო უკანასკნელ წლებში აჰმად–შაჰ მასუდის მრჩევლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]