ჩიტიფეტვა
იერსახე
ჩიტიფეტვა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phalaris | ||||||||||||
|
ჩიტიფეტვა (ლათ. Phalaris) — ერთ-, იშვიათად მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა.
40-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ზომიერ ზონებში — ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით ინდოეთამდე, სამხრეთით კი ეთიოპიამდე, აგრეთვე აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ზოგი სახეობა, განსაკუთრებით კანარის ჩიტიფეტვა და ტუბერიანი ჩიტიფეტვა, ბევრგან მოშენებულია და ველურდება, ანდა გზადმოყოლილია როგორც სარეველა.
საქართველოში ცნობილია 3 სახეობა, იზრდება მთის ზედა სარტყელამდე ველობებზე, ბუჩქნარებში, სარეველად. ჩიტიფეტვას სახეობები საკვები მცენარეებია. მარცვალს იყენებენ საჭმელად, საფეიქრო მრეწველობაში, ხალხურ მედიცინაში, ფრინველების საკვებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 141.