შიშა-პანგმა
იერსახე
შიშა-პანგმა | |
---|---|
შიშა-პანგმა | |
კოორდინატები: 28°21′08″ ჩ. გ. 85°46′47″ ა. გ. / 28.35222° ჩ. გ. 85.77972° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
სიმაღლე | 8027 მ |
ქედი | ჰიმალაი |
შიშა-პანგმა (ჩინ. 希夏邦马峰, Xīxiàbāngmǎ Fēng) — მწვერვალი ჩინეთში. წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს. მისი სიმაღლეა 8027 მ. ამ მაჩვენებლით იგი მე-14 ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალებს შორის. ის რვაათასიანების ბოლო მწვერვალია. ტიბეტური სახელი „ში შა სბანგ მა“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მწვერვალი ბალახიანი ვაკეების თავზე“. შიშა-პანგმა მდებარეობს სამხრეთ-ცენტრალურ ტიბეტში, ნეპალის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. იგი ერთადერთი რვაათასიანია, რომელიც მთლიანად ჩინეთის ტერიტორიაზეა. პირველი ასვლა შიშა-პანგმაზე განახორციელეს ჩინელმა ალპინისტებმა 1964 წლის 2 მაისს. ეს იყო ბოლო რვაათასიანი, რომელიც ადამიანმა დალაშქრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიშა-პანგმა — ცნობები დაარქივებული 2010-01-02 საიტზე Wayback Machine.
- შიშა-პანგმა — ცნობები
- შიშა-პანგმა — ცნობები