შინაარსზე გადასვლა

შემაერთებელი ქსოვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შემაერთებელი ქსოვილი (ლათ. textus conjunctivus) — მეზენქიმიდან განვითარებული ცხოველური ორგანიზმის ქსოვილი, რომელიც ასრულებს საყრდენ-მექანიკურ, ტროფიკულ, დამცველობით და რეპარაციულ ფუნქციას. აგებულებისა და ფუნქციების მიხედვით მრავალგვარია, ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე სისხლი, ლიმფა და საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც გარს აკრავს სხვადასხვა ორგანოებს და მიჯნავს ერთმანეთისაგან, ასევე შედის სხვადასხვა ორგანოების აგებულებაში.

ნებისმიერი სახის შემაერთებელი ქსოვილის დამახასიათებელი ნიშან თვისებაა რომ, შემედგენელი უჯრედები შორი-შორს არიან განლაგებული და ქსოვილის მოცულობის დიდი ნაწილი უჯრედთაშორის ნივთიერებას უჭირავს. ეს ნივთიერება შეიძლება ქვასავით მაგარი, ლაბისებრი ან თხევადი იყოს. ამ ქსოვილის უჯრედების უმეტესობისათვის დამახასიათებელია უჯრედშორისი ნივთიერების დიდი რაოდენობით სეკრეცია, რასაც ძირითადი ნივთიერება ეწოდება. ძირითადი ნივთიერებაა მაგალითად კოლაგენი, რომელსაც გამოყოფენ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები — ფიბრობლასტები და ფიბროციტები.

საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილის ორი ტიპი არსებობს: მკვრივი და ფაშარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]