შინაარსზე გადასვლა

შაპურ II

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაპურ II
სასანიანთა იმპერიის შაჰანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 309
მმართ. დასასრული: 379
წინამორბედი: ადურ ნარსე
მემკვიდრე: არდაშირ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 309
გარდ. თარიღი: 379, (70 წლის)
შვილები: შაპურ III
ზურვანდუხტი
ნარსე
დინასტია: სასანიანები
მამა: ჰორმიზდ II
დედა: იფრა ჰორმიზდი
რელიგია: ზოროასტრიზმი

შაპურ II (ახალი სპარსული : شاپور‎, Šāpur), ცნობილი როგორც შაპურ II დიდიირანის მეათე სასანური მეფე (შაჰი). მისი მმართველობა ირანის ისტორიაში შესულია, როგორც ყველაზე გრძელვადიანი მმართველი, იგი მეფობდა მთელი 70 წლის განმავლობაში 309 წლიდან 379 წლამდე. ის იყო ჰორმზდ II-ის ვაჟი (დაბ. 302–309).

მისი მეფობის დროს დაიწყო ქვეყნის სამხედრო აღორძინება და ტერიტორიის გაფართოება, რაც აღნიშნა, როგორც პირველი სასანური ოქროს ხანის დასაწყისი. ამრიგად, იგი შაპურ I- სთან, კავად I- თან და ხოსრო I- სთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სასანური მეფეა. თავის მხრივ, მისი სამი პირდაპირი მემკვიდრე ნაკლებად წარმატებული იყო.

შაპურ II ატარებდა მკაცრ რელიგიურ პოლიტიკას. მისი მეფობის პერიოდში შეიკრიბა ავესტას უძველესი წიგნები, ზოროასტრიზმის წმინდა ტექსტები. ერეტიკოსებს სასტიკად სჯიდა, ხოლო ქრისტიანებს დევნიდა. ეს უკანასკნელი იყო რეაქცია კონსტანტინე დიდის მიერ რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების წინააღმდეგ. შაპურ II, ისევე როგორც შაპურ I, იყო გულმოწყალე ებრაელების მიმართ, რომლებიც ცხოვრობდნენ შედარებით თავისუფლებაში და სარგებლობდნენ ბევრი პრივილეგიებით. შაპურის გარდაცვალების დროს სასანური იმპერია იყო ძლიერი , ვიდრე ოდესმე, მისი მტრები აღმოსავლეთით სრულად დამარცხებულნი იყვნენ, ხოლო სომხეთი სრულად ემორჩილებოდა ირანს.

  • Boyce, Mary (1984). Zoroastrians: Their Religious Beliefs and Practices. Psychology Press, გვ. 1–252. ISBN 9780415239028. 
  • Pourshariati, Parvaneh (2008), Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran, London and New York: I.B. Tauris, ISBN 978-1-84511-645-3, https://books.google.com/books?id=I-xtAAAAMAAJ
  • Daryaee, Touraj (2014). Sasanian Persia: The Rise and Fall of an Empire. I.B.Tauris, გვ. 1–240. ISBN 978-0857716668. 
  • Ghosh, Amalananda (1965) Taxila. CUP Archive, გვ. 790–791. 
  • Potts, Daniel T. (2012). „ARABIA ii. The Sasanians and Arabia“. Encyclopaedia Iranica.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შაპურ_II“-დან