შავწამალა
იერსახე
შავწამალა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავწამალა (Scrophularia nodosa L.) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Scrophularia | ||||||||||||
|
შავწამალა (ლათ. Scrophularia) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ- ან ორწლოვანი ბალახებია, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქები. მომწვანო, ყვითელი ან მეწამული ყვავილები შეკრებილი აქვთ საგველასებრ ან მტევანისებრ ყვავილედებად.
შავწამალას 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ რაიონებში, რამდენიმე ჩრდიოლოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 25 სახეობა. მათგან 2 სახეობა საქართველოს ენდემია, 4 — კავკასიისა. იზრდებიან მთის ქვედა სარტყელიდან ალპურ სარტყელამდე, კირქვიან კლდეებზე, ტყეებსა და ტყისპირებზე, ტენიან ადგილებზე, მდელოებზე, ნაკადულისა და წყაროს ნაპირებზე, ნაზვავებსა და მორენებზე.
ზოგი სახეობა საპონინებს და ალკალოიდებს შეიცავს. ბევრი სახეობა თაფლოვანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 675.