ღადამესი
ძველი ქალაქი ღადამესი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ლიბია | |
ტიპი | ||
კრიტერიუმები | v | |
სია | [1] | |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები | |
კოორდინატები | 38°08′ ჩ. გ. 9°30′ ა. გ. / 38.133° ჩ. გ. 9.500° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) | |
ნომერი | 362 | |
საფრთხის ქვეშ | 2016 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ღადამესი (არაბ. غدامس) — ოაზისის ქალაქი დასავლეთ ლიბიაში. მდებარეობს ტრიპოლიდან 549 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ალჟირისა და ტუნისის საზღვართან.
ოაზისის მოსახლეობა 7 000 ადამიანია და მას ძირითადად ბერბერები შეადგენენ. ქალაქის ძველი ნაწილი, რომელიც კედლითაა გარშემორტყმული, 1986 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ღადამესის შესახებ პირველი ჩანაწერები რომაული ეპოქით თარიღდება, როდესაც ეს დასახლება კიდამუსის სახელით იყო ცნობილი. ძვ. წ. I საუკუნეში, იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობისას, კიდამუსი რომაელმა პროკონსულმა ლუციუს კორნელიუს ბალბუსმა დაიპყრო.[1] იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დროს აქ დროებითი გარნიზონი შეიქმნა და დაახლოებით 202 წელს წელს ქალაქს სავარაუდოდ იმპერატორი ეწვია.[2] III საუკუნის რომის კრიზისის დროს, იმპერიამ ამ არეალიდან უკან დაიხია.
VI საუკუნეში, ბიზანტიელი მისიონერების წყალობით, ქალაქის მოსახლეობა ქრისტიანობაზე მოექცა და შეიქმნა საეპისკოპოსო. VII საუკუნეში ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და მოსახლეობა სწრაფად გადაიყვანეს ისლამზე. ამის შემდეგ, ღადამესი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და წარმოადგენდა ტრანს-საჰარული სავაჭრო გზის ბაზას XIX საუკუნემდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ლიბიაში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია არაბულ ქვეყნებში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აფრიკაში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ghadames (Ghudamis), Cydamus: the Pearl of The Libyan Sahara:
- ↑ Birley, Anthony R. Septimius Severus: The African Emperor. London: Routledge. (2000) [1971]. pg 147.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 362 ინგლ. • რუს. • ფრ. |
|