ქორჭილა
იერსახე
ქორჭილა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Perca fluviatilis | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Perca fluviatilis | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 16580 | |||||||||||||
|
ქორჭილა (ლათ. Perca fluviatilis) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 40-50 სმ, მასა — 2 კგ აღწევს. ჩვეულებრივ უფრო პატარებიც არიან. ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, ამერიკის მტკნარ წყალში. საქართველოში ბინადრობს მდინარე სუფსაში, რიონში, ტეხურაში, აბაშაში, ხობში; პალიასტომის, ბებესირისა და სხვა ტბებში. დიდ ტბებსა და წყალსატევებში 2 ეკოლოგიურ ფორმას ქმნის: წვრილსა და მსხვილს. წვრილი იკვებება მწერების მატლებით და ზოოპლანქტონით, მსხვილი — თევზებით. ქორჭილას იჭერენ პალიასტომის ტბაში. შედარებით მეტ ქორჭილას ამზადებენ ციმბირსა და აზერბაიჯანში. მცირე ღირსების თევზია. იყენებენ ნედლს, გაყინულს, შემჭკნარს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 552.