ქვეყანა
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/81/Europe_countries_map_2.png/220px-Europe_countries_map_2.png)
ქვეყანა — პოლიტიკურ გეოგრაფიაში და საერთაშორისო პოლიტიკაში გეოგრაფიული ტერიტორიაა. ტერმინს იყენებენ, როგორც ერის (ერთგვაროვანი კულტურული გაერთიანება), ისე სახელმწიფოს (პოლიტიკური ერთეული) მნიშვნელობით.
არსებობს ათობით არა-სუვერენული ტერიტორია, რომლებიც გეოგრაფიულად ქვეყანად შეიძლება იწოდებოდეს, თუმცა მათ სახელმწიფოს სტატუსი არა აქვთ. ზოგიერთ ქვეყანას ზღვისიქითა დამოკიდებული ტერიტორიები გააჩნია, რომელთაც საკუთარი მოქალაქეობა და ნახევრად-სუვერენული პოლიტიკური სტრუქტურები გააჩნია. ასეთი ქვეყნები ხშირად ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიება.