ქვემეხი
ქვემეხი — 20 მმ და მეტი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა. მისი დანიშნულებაა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის განადგურება, თავდაცვითი ნაგებობების და მართვის პუნქტების დანგრევა, დანაღმულ ველებზე და მავთულხლართებში გასასვლელების გარღვევა.
ქვემეხი შედგება ლულის, საკეტისა და ლაფეტისაგან. ქვემეხის დამიზნება ხდება ხელით ან ავტომატურად ცეცხლის სამართავი ხელსაწყოებით.
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს სახმელეთო, საზენიტო, საავიაციო და საზღვაო დანიშნულების ქვემეხები. კალიბრის მიხედვით განსხხვავდება მცირე (20-75 მმ) საშუალო (76-155 მმ) და მსხვილკალიბრიანი (155 მმ-დან) ქვემეხები. ქვემეხების ძირითადი სახეობებია ზარბაზანი, რომელიც გამოიყენება ფენილი ცეცხლის წარმოქმნისთვის, ჰაუბიცა კიდული ცეცხლისთვის, მორტირი უფრო მძლავრი კიდული ცეცხლისთვის, ნაღმსატყორცნი ნაღმებით კიდული ცეცხლისთვის, არაუკუმგორავი მოკლე მანძილზე ფენილი ცეცხლისთვის; აგრეთვე კომბინირებული და უნივერსალური ქვემეხები. დატენის და დამიზნების პროცესის ავტომატიზაციის ხარისხის მიხედვით განსხვავდება ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური ქვემეხები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 512.