ქალები ძველ ეგვიპტეში
ქალები ძველ ეგვიპტეში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ იმ პერიოდის სხვა მოწინავე ცივილიზაციებთან, მათ შორის, ძველ საბერძნეთთან და რომის იმპერიასთან შედარებით.[1]
სამართლებრივი საფუძვლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტელ ქალები მემკვიდრეობის მიღებასა და ანდერძზე თანაბარი კანონიერი უფლებებით სარგებლობდნენ მამაკაცებთან ერთად. არასაომარი ვითარების დროს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქვეყნის მასშტაბით, შეეძლოთ ხელშეკრულებების გაფორმება და მოწმის სტატუსით დასწრება, სასამართლოში საჩივრის შეტანა, ბავშვების ჩაწერა თავის სახელზე. პტოლემეოსის ეპოქაში ეგვიპტეში მცხოვრები ბერძენი ქალები, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ მამრობითი სქესის მფარველ კირიოსზე (ძველი ბერძნული κύριος), შურით უყურებდნენ ეგვიპტელლი ქალების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.[2]
იშვიათად, მაგრამ ქალები აღწევდნენ მაღალ თანამდებობებს ადმინისტრაციულ და მმართველ სტრუქტურებში, ხდებოდნენ მწიგნობრები. ასეთი ექსკლუზიურობა დაკავშირებული იყო იმ ძირითად მოვალეობებთან, რომელსაც ქალს აკისრებს საზოგადოება — დედობა, ეკონომიკის მართვა.
ძველ ეგვიპტეში ქალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მემკვიდრეობით სისტემაში, რადგან მიწის საკუთრება გადიოდა ქალის ხაზით. ქმარს შეეძლო მიწით სარგებლობა ცოლის სიცოცხლეში, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი მემკვიდრეობით გადაეცემოდა ქალიშვილს. ამიტომ, რომელიმე ტახტის მემკვიდრე ქალზე დაქორწინება ფარაონს ქვეყნის მართვის უფლებას აძლევდა. ცოლის ასაკს ამ შემთხვევაში ხშირად არ ჰქონდა მნიშვნელობა— ხდებოდა ისე, რომ როგორც მოხუცი ქალი, ასევე ახალშობილი შეიძლებოდა ცოლი გამხდარიყო. ხშირად, კონკურენტების მოცილების მიზნით, ფარაონი ტახტის ყველა მემკვიდრეზე ქორწინდებოდა. მაგალითად, რამსეს II-მ დაქორწინდა დედოფალ ისიტნოფრეტზე და შემდგომში, რათა არ დაეკარგა ტახტი, ცოლად შეირთო საკუთარი ქალიშვილი ბენტ-ანატი.[3]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს ჰქონდა ქორწინების უფლება. ეგვიპტეში, გათხოვების შემდეგ ქალმა ინარჩუნებდა სახელს, რომელსაც ემატებოდა "ამის და ამის ცოლი" და ღებულობდა "დიასახლისის" სტატუსს, თა თავად პირად თავისუფლებას ინარჩუნებდა. ბევრი გოგონა ოცნებობდა რაც შეიძლება მალე გათხოვილიყო, რადგან შემდეგ ისინი თავისუფლდებოდნენ მშობლის მზრუნველობისგან და მეტი თავისუფლების საშუალება ეძლეოდათ. არ იყო აუცილებელი, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლის სახლში გადასულიყო, ხშირად ქმარი გადადიოდა პატარძლის მშობლების სახლში. ეს ხდებოდა კეთილდღეობისა და სარგებლის მიღების მიზნით, ასევე პატარძლის ოჯახში ვაჟიშვილის და ძმების არარსებობის გამო.[4]
ქორწინებას სასულიერო პირები არ აკურთხებდნენ, ეგვიპტელები არ აწყობდნენ საქორწილო ზეიმს, შემოიფარგლებოდნენ საჩუქრების გაცვლით. ხშირად, განსაკუთრებით გვიანდელ პერიოდში, იდებოდა საქორწინო კონტრაქტები. ქმარი წარმოთქვამდა საკრალურ ფრაზას „ცოლად მოგიყვან“, ქალი კი პასუხობდა: „შენ მე მიმიღე ცოლად“. პატარძლის ახლობლები საქმროს საჩუქარს გადასცემდნენ და მისგან ღებულობდნენ პატარძლის „უბიწოების გამოსასყიდს“, რაც მიანიშნებდა ქორწინებამდე ქალიშვილობის დაცვის მნიშვნელობაზე (თუმცა ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად არ ითვლებოდა). როდესაც ხელახლა ქორწინდებოდა, ქალი ღებულობდა "პატარძლის საჩუქარს". ხშირად ეს საჩუქრები მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან ოჯახები გაერთიანებულნი იყვნენ და საერთო ოჯახს მართავდნენ, მაგრამ განქორწინების შემთხვევაში, ეს საჩუქრები შეიძლებოდა სასამართლოს ბრძანებით დაბრუნებულიყო.[5]
ძველ ეგვიპტეში არ არსებობდა მკაცრი აკრძალვები მარტოხელებისთვის, გაუთხოვარი ქალებისთვის ან ქვრივებისთვის — მათ ოჯახის შექმნას ვერავინ აიძულებდა. მაგრამ მაინც სასურველი იყო პიროვნება მარტო არ დარჩენილიყო და გვარი გაეგრძელებინა სიბერის უზრუნველსაყოფად. ოჯახის შექმნა ხშირად უბრალოდ ეკონომიკურად მომგებიანი იყო და ასევე ეხმარებოდა კარიერულ კიბეზე ასვლაში.[6]
ღალატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვესტკარის პაპირუსი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ცოცხლად დაწვეს ქმრის ღალატის გამო. გასტონ მასპეროს Contes populaires (პოპულარული ზღაპრები) შეიცავს უძველეს ლეგენდას ფერმერ ბიტუს შესახებ, რომელიც აცდუნა თავისი ძმის ცოლმა ანოპუმ. მზაკვარი ქალი ატყუებს ქმარს და აიძულებს ბიტუს მოკვლას. მხოლოდ ძმის მკვლელობის შემდეგ ამხელს მოღალატე ცოლს და ძაღლებს მიუგდებს საჭმელად.[7]
განქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც მამაკაცს, ასევე ქალს შეეძლო განქორწინების მოთხოვნა ამა თუ იმ მიზეზის გამო. განქორწინების ინიციატორი იძულებული იყო თავისი ქონების ნახევარი მეუღლესთვის გადაეცა. თუ მამაკაცი განქორწინებას ითხოვდა, მაშინ მას უნდა შეენახა ყოფილი ცოლი მომდევნო ქორწინებამდე . ბავშვები დედასთან რჩებოდნენ. გადაწყვეტილებას იღებდნენ ყოველგვარი ადმინისტრაციული ან რელიგიური სტრუქტურების ჩარევის გარეშე. განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ოჯახში ბავშვების არარსებობა.[8]
ბავშვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორსული ქალები ლოცვით მიმართავდნენ ქალღმერთ-ბაყაყ ჰეკატს, ატარებდნენ ამულეტებს ლოტოსზე მჯდომარე ბაყაყის გამოსახულებით. მშობიარობისას ქალს მუცელზე საკმეველს უსვამდნენ, ქალის ფიგურას ადებდნენ და ხალიჩაზე სვამდნენ, რომლის კუთხეებში ოთხი აგური იყო მოთავსებული. ისინი განასახიერებდნენ ქალღმერთებს: ნუტს, ტეფნუტს, ისისს და ნეფტისს. მშობიარობის შემდეგ ქალის საშვილოსნო ქალღმერთ ტანენეტის მფარველობის ქვეშ იყო. მომავალი შვილის სქესის დასადგენად არსებობდა პრაქტიკა, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა საბერძნეთში, ბიზანტიასა და ევროპაში. ფეხმძიმე ქალის შარდში ქერისა და ხორბლის ქისებს ათავსებდნენ — გაღივებული ქერი ბიჭის დაბადებას ნიშნავდა, ხორბალი კი — გოგოს.[9]
სამედიცინო პაპირუსები იძლევა კონტრაცეფციის რეცეპტებს, რაც არ იყო აკრძალული. ინგრედიენტების განსაზღვრა დღეს ძნელია, მაგრამ ზოგიერთი გასაგებია: ნიახურისა და ლუდისგან დამზადებული სასმელი, ფერმენტირებული აკაციის ფისი, ნიანგის ესკრემენტები.[10]
პროფესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტელ ქალთა უმრავლესობა დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო. ისინი ზრუნავდნენ ოჯახზე, ხოლო ქმარი და ვაჟები მუშაობდნენ მინდორში; ქალს შეეძლო შეეცვალა ქმარი ან ვაჟი დახლთან, ზედამხედველობა გაეწია საველე სამუშაოებისთვის. ხშირად ქალებს გამოსახავდნენ ლუდის ხარშვისას, პურის მომზადებისას, თეთრეულის, კალათების ქსოვისას. ჩვეულებრივ „დიასახლისი“ მსახურებს განკარგულებებს აძლევდა, ბავშვებს ასწავლიდა. დიდგვაროვანი ქალები, რომლებიც ქირაობდნენ მსახურებს და ძიძებს, ამზადებდნენ სუნამოებს, მსახურობდნენ ღმერთებისა და ქალღმერთების ტაძრებში, სწავლობდნენ სიმღერებს, მუსიკას და ცეკვებს. ქალღმერთ ისისის მსახურები შეიძლება ყოფილიყვნენ ქალებიც და კაცებიც, ხოლო ღმერთ ამონის ქურუმები ექსკლუზიურად კაცები იყვნენ. ქალის უმაღლესი ტიტული (თავდაპირველად სამეფო ოჯახიდან, მოგვიანებით ნებისმიერი დიდგვაროვანი ოჯახიდან) იყო ტიტული "ღმერთ ამონის ცოლი", რომელიც საშუალებას აძლევდა მას ღვთის ქანდაკებასთან მთავარ ქურუმთან ერთად რელიგიური რიტუალები შეესრულებინა. ახალ სამეფოში ამონის ყველაზე „ძლევამოსილ ცოლად“ დედოფალი ჰატშეფსუტი ითვლებოდა.[11]
ნებისმიერი კლასის ქალებს შეეძლოთ ემუშავათ მგლოვიარეებად. ოსირისის მთავარ ფესტივალზე ირჩევდნენ ორ ყველაზე გამორჩეულ ქალს, ისისისა და ნეფთისის გოდების შესასრულებლად. დეირ ელ-მედინას ტექსტები საუბრობენ „ბრძენ ქალებზე“ (ძირითადად ჰათჰორის ქურუმები), რომლებსაც შეეძლოთ სიზმრების ინტერპრეტაცია და მომავალის წინასწარმეტყველება.
ქურუმი რომ გამხდარიყო, მწიგნობარობის მომზადების გრძელი გზა უნდა გაევლო. თუ ქალი მწიგნობრობას ისწავლიდა, მას შეეძლო ქურუმის, მასწავლებლის ან ექიმის თანამდებობაზე განაცხადი შეეტანა. ქალ ექიმებს პატივს სცემდნენ ძველ ეგვიპტეში. ალექსანდრიის სამედიცინო სკოლა ღებულობდა მსურველებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბერძენი აგნოდიკე IV საუკუნეში. ძვ.წ. წავიდა ეგვიპტეში მედიცინის შესასწავლად, ვინაიდან, როგორც ქალი, ათენში უარით გაისტუმრეს. ცნობილი ეგვიპტელი ექიმები იყვნენ „მთავარი ექიმი“ მერიტ პტაჰი (ძვ. წ. XXVII ს.) და ბებიაქალი პესშეტი (IV დინასტია). ნენოფერი ცნობილია ახალი სამეფოს დროიდან, რომელიც აწარმოებდა საკუთარ ბიზნესს. ნებეთი მე-6 დინასტიის დროს ჩატის ვაზირად მსახურობდა.[12]
ქალები ხელისუფლებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტური ცივილიზაციის 3000-წლიან ისტორიაში ქალი რამდენჯერმე გახდა სახელმწიფოს მეთაური, როგორც რეგენტი ან როგორც ერთპიროვნული მმართველი სხვა მემკვიდრეების არარსებობის ან საკუთარი ამბიციების გამო. [13][14]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bob Brier, Hoyt Hobbs. Daily Life of the Ancient Egyptians. — Westport: Greenwood Press, 2008. — (Daily life through history). — ISBN 978-0-313-35306-2.
- ↑ Barbara Watterson. The Egyptians. — Wiley-Blackwell, 1997.
- ↑ F.. G. Wilfong: Gender in Ancient Egypt, in: Willeke Wendrich (editor): Egyptian Archaeology, Blackwell Studies in Global Archaeology, Malden, Oxford 2010, ISBN 9781405149884, p. 165
- ↑ Marriage and Family Life in Ancient Egypt by Ray Erwin Baber, Social Forces, Vol. 13, No. 3 (Mar., 1935), pp. 409-414
- ↑ Henry George Fischer: Egyptian Woman of the Old Kingdom And of the Heracleopolitan Period, Second Edition, revised and augmented, New York 2000 iISBN 0-87099-967-2, pp. 36-37 online დაარქივებული 2017-08-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Silke Roth, Johannes Gutenberg-Universität Mainz, UCLA Encyclopedia of Egyptology 2012, escholarship.org
- ↑ Forever Young? The Representation of Older and Ageing Women in Ancient Egyptian Art by Deborah Sweeney, Journal of the American Research Center in Egypt, Vol. 41, (2004), pp. 67-84
- ↑ Women's Monumental Mark on Ancient Egypt by Barbara S. Lesko, The Biblical Archaeologist, Vol. 54, No. 1 (Mar., 1991), pp. 4-15
- ↑ Silke Roth, Johannes Gutenberg-Universität Mainz, UCLA Encyclopedia of Egyptology 2012, escholarship.org
- ↑ God's Wife, God's Servant: The God's Wife of Amun (c. 740–525 BC) by Mariam F. Ayad
- ↑ Jacq, Christian (1996). Les Egyptiennes. Perrin. ISBN 978-2-262-01075-1.
- ↑ Hunt, Norman Bancroft. Living in Ancient Egypt. — New York: Thalamus Publishing, 2009. — ISBN 978-0-8160-6338-3.
- ↑ Women's Monumental Mark on Ancient Egypt by Barbara S. Lesko, The Biblical Archaeologist, Vol. 54, No. 1 (Mar., 1991), pp. 4-15
- ↑ Women's Monumental Mark on Ancient Egypt by Barbara S. Lesko, The Biblical Archaeologist, Vol. 54, No. 1 (Mar., 1991), pp. 4-15