ფრანკონიული დინასტია
იერსახე
ფრანკონიული დინასტია, სალიკური დინასტია — გერმანიიის მეფეებისა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორების დინასტია 1024-1125, შეცვალა საქსონიური დინასტია. ფრანკონიული დინასტია დააარსა კონრად მეორემ (1024-1039), რომელიც წარმოშობით წარჩინებული ფრანკონიული საგვარეულოდან იყო. მისი მემკვიდრეები არიან ჰაინრიხ მესამე (1039-1056), ჰაინრიხ მეოთხე (1059-1106), ჰაინრიხ მეხუთე (1106-1125). ფრანკონიული დინასტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ სამეფო ძალაუფლების განმტკიცებას მინისტერიალებსა და რაინდობაზე დაყრდნობით. ამ დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების მეფობის დროს მიმდინარეობდა ბრძოლა პაპობასთან ინვესტიტურისათვის.
სალიკური დინასტიის მეფეები და იმპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონრად II 1024-1039, იმპერატორი 1027
- ჰაინრიხ III 1039-1056, იმპერატორი 1046
- ჰაინრიხ IV 1056-1106 იმპერატორი 1084
- კონრადი იტალიის მეფე (1087–1098, მამამისს -ჰაინრიხ IV-ს დაქვემდებარებული ნომინალური მეფე)
- ჰაინრიხ V 1106-1125, იმპერატორი 1111
იმპერატორად გახდომის თარიღებად აღებულია მათი არჩევის და შემდგომ კორონაციის თარიღი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 392.