ფლენსბურგი
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ფლენსბურგი გერმ. Flensburg | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
კოორდინატები | 54°46′55″ ჩ. გ. 9°26′12″ ა. გ. / 54.78194° ჩ. გ. 9.43667° ა. გ. | ||||
მმართველი | სიმონე ლანგე და Fabian Geyer | ||||
ფართობი | 56.74 კვადრატული კილომეტრი, 56.73 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 12±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 92 667 (31 დეკემბერი, 2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0461 | ||||
საფოსტო ინდექსი | 24937, 24939, 24941, 24943 და 24944 | ||||
საავტომობილო კოდი | FL | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.flensburg.de/ | ||||
ფლენსბურგი (ქვემო საქსონური: Flensborg; ჩრდილო ფრიზიული: Flansborj; სამხრეთ იუტლანდიური: Flensborre) ― დამოუკიდებელი ქალაქი (kreisfreie Stadt) გერმანიის ჩრდილოეთით, შლეზვიგ-ჰოლშტაინის შტატში. ქალაქი სამხრეთ შლეზვიგის რეგიონის ცენტრია. კილისა და ლუბეკის შემდეგ ფლენსბურგი სიდიდით მესამე ქალაქია შლეზვიგ-ჰოლშტაინის მასშტაბით.
უახლოესი დიდი ქალაქებია კილი (86 კმ-ით სამხრეთით) და ოდენსე დანიაში (92 კმ ჩრდილო-აღმოსავლეტით. ფლენსბურგის ცენტრი დანიის საზღვარიდან დაახლოებით 7 კმ-ითაა დაშორებული.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლენსბურგი შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში, გერმანია-დანიის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. კუნძულ ზილტზე მდებარე ქალაქ ვესტერლანდის შემდეგ ფლენსბურგი გერმანიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია. ქალაქი ფლენსბურგის უბის შიდა სანაპიროზეა გაშენებული. ფლენსბურგის აღმოსავლეთი სანაპირო ანგილიის ნახევარკუნძულის ნაწილია.
მეზობელი მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საათის ისრის მიმართულებით, ფლენსბურგის უბის გერმანული სანაპიროდან, ფლენსბურს შლეზვიგ-ფლენსბურგის რაიონისა და სამხრეთ დანიის რეგიონის შემდეგი მუნიციპალიტეტები ესაზღვრება: გლიუკსბურგი, ვესი, მასბიული, ჰიურუპი, ტასტრუპი და ფრაიენვილი, იარპლუნდ-ვედინგი, ჰანდევიტი, ჰარისლე და ობენროს მუნიციპალიტეტი ფლენსბურგის უბეში, დანიის სანაპიროს მხრიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლენსბურგი დანიელებმა 1200-იან წლებში დააარსეს ფლენსბურგის უბის ბოლოში. დანიელებს მალე გერმანელი ვაჭრები შეუერთდნენ. 1284 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა და მალე შლეზვიგის საჰერცოგოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლება გახდა. ჰოლშტეინისგან განსხვავებით შლეზვიგი საღვთო რომის იმპერიას არ მიეკუთვნებოდა. სწორედ ამიტომ ფლენსბურგი ჰანზაში არ შედიოდა, მაგრამ ამ მნიშვნელოვან სავაჭრო ქსელთან კონტაქტებს ინარჩუნებდა.
ისტორიკოსების აზრით, ფლენსბურგის ადგილას დასახლების შექმნა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, რომელთა შორისაა:
- ძლიერი ქარებისგან დაცულობა
- სავაჭრო მარშრუტი ჰოლშტაინსა და ჩრდილოეთ იუტლანდიას შორის (Hærvejen, რომელიც ჰამბურგს, შლეზვიგ0ჰოლშტაინსა და იუტლანდიას შორის გზების ქსელს მოიცავდა, შეიძლება ბრინჯაოს ხანიდანაც კი)
- სავაჭრო მარშრუტი ჩრდილოეთ ფრიზიასა და ანგლიის ნახევარკუნძულს შორის
- ყაშაყისებრთა თევზებით მდიდარი წყლები
1412 წლის 28 ოქტომბერს დედოფალი მარგარიტა დანიელი ბურბონული ჭირისგან გარდაიცვალა ფლენსბურგის ნავსადგურში მდგარ ხომალდზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Flensburg, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Encyclopædia Britannica (ინგლისური). 10 (11th ed.). 1911. .
- Flensburg's official website
- Flensburg tourism information დაარქივებული 2006-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Flensburg online
- Danish newspaper in Flensburg
- German newspaper in Flensburg
- Museumsberg Flensburg