შინაარსზე გადასვლა

ფიცკარალდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფიცკარალდო“
დამდგმელი რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი
პროდიუსერი ვერნერ ჰერცოგი
ლუკი სტიპეტიჩი
სცენარის ავტორი ვერნერ ჰერცოგი
როლებში კლაუს კინსკი
კლაუდია კარდინალე
მუსიკა პოპოლ ვუ
ოპერატორი ტომას მაუხი
მონტაჟი ბიტ მაინკა-იელინგსჰაუზი
გამოსვლის თარიღი 5 მარტი, 1982
ხანგრძლივობა 157 წუთი
ქვეყანა გერმანია
ენა გერმანული, ესპანური

ფიცკარალდო (გერმ. Fitzcarraldo) — 1982 წლის დასავლეთ გერმანული ფილმი. სცენარის ავტორი და რეჟისორია ვერნერ ჰერცოგი. ფილმში მთავარ როლს კლაუს კინსკი ასრულებს. ის თამაშობს პერუში მყოფი ირლანდიელი ბარონის, ბრაიან სუინი ფიცჯერალდის, მეტსახელად ფიცკარალდოს როლს. ჰერცოგმა ამ ფილმისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისთვის.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბრაიან სუინი ფიცჯერალდი პერუში მოღვაწეობს. მას ადგილობრივები ფიცკარალდოს ეძახიან. ის გადაწყვეტს, წამოიწყოს კაუჩუკის მოპოვების საქმე სარისკო ადგილზე, ამაზონის ჯუნგლებში. ამასთანავე ფიცკარალდო ოპერის მოყვარულია და ფანატიკურადაა შეპყრობილი იდეით, რომ პერუს პატარა ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს, ნამდვილი საოპერო დადგმა მოაწყოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]