ფარიანები (ლათ.Diaspididae) — მწერებისოჯახიკოქციდიების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 0,8—1,6 მმ აღწევს, დაფარულია ფარით, რომელიც მთლიანად მოიცავს სხეულს და ეკვრის მცენარის ზედაპირს. ფარი შედგება მწერის რამდენიმეჯერ გამონაცვალი კანისა და ცვილოვანი გამონაყოფისაგან. სხვა კოქციდებისაგან განსხვავებით, ფარიანების სხეულის ბოლო სეგმენტები შერწყმულია და ქმნის პიგიდიუმს. მასზე მდებარე ფირფიტების, სავარცხლებისა და ჯირკვლების ფორმა და რაოდენობა, აგრეთვე გამონაცვალი კანის მდებარეობა ფარზე და მათი რაოდენობა ნიშანდობლივია ფარიანების ცალკე გვარებისა და სახეობებისათვის. ცნობილია ფარიანების 1300-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, საქართველოში გვხვდება 80 სახეობა. ფართოდ არის ცნობილი ხეხილის მავნებელი კალიფორნიის ფარიანები, ჩხირისებრი იაპონური ფარიანები, რომლებიც აზიანებს ციტრუსებს და აგრეთვე ხეხილს.