ფაეტონისებრნი (ლათ.Phaethontidae ან Phaetonidae) — ფრინველთაოჯახიფაეტონისნაირთარიგისა.[1][2] ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი შედის ვარხვისნაირთა რიგში. მოიცავს ერთ გვარს (ფაეტონი) და 3 სახეობას. გავრცელებულია წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეების სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. მათი სხეულის სიგრძე 30—45 სმ, საჭის ბუმბულისა — 16 სმ აღწევს. აქვთ გრძელი, ვიწრო ფრთები, მოკლე ფეხები (მიწაზე ცუდად დადიან). ფერად თეთრ-მოვარდისფრო-მონარინჯისფროა, შავი ლაქები აყრია ან გარდიგარდმო ზოლები დასდევს; ბუდობენ კოლონიებად კუნძულებზე. დებენ 1 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 41—45 დღე-ღამე. იკვებებიან თევზებით, კალმარებითა და კიბოსნაირებით. ბუდობის პერიოდის გარდა ნონადობენ ღია ოკეანეებში.