უშფოთველობა (სურათი)
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/06/%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.jpeg/200px-%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.jpeg)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/Bliss_location%2C_Sonoma_Valley_in_2006.jpg/200px-Bliss_location%2C_Sonoma_Valley_in_2006.jpg)
უშფოთველობა (ინგლ. Bliss) — Microsoft Windows XP ოპერაციულ სისტემაში ჩართული BMP ფორმატის სურათის დასახელება, რომელიც გადაღებულ იქნა კალიფორნიის შტატის სონომის ოლქში, სონომის ველიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ძველი სარძევე ფერმა Clover Stornetta-ს სიახლოვეს[1]. გამოსახულებაზე აღბეჭდილია მწვანე ბორცვები და ცისფერი ცა ფრთა-ღრუბლებლებით. გამოსახულება გამოიყენება სტანდარტულ ეკრანულ ფონად თემაში Luna ოპერაციულ სისტემაში Windows XP.
ფოტონამუშევარი ეკუთვნის სეინთ-ჰელენაში მაცხოვრებელ პროფესიონალ ფოტოგრაფს, ჩარლზ ო'რიერს, რომელმაც აღნიშნული ფოტოსურათი გადაიღო ციფრული დიზაინ-კომპანიისთვის HighTurn. ო'რიერი ფოტოსურათებს ასევე იღებდა კერძო კომპანიისთვის Corbis, რომელიც ბილ გეითსის საკუთრებაში იყო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ No view of Palouse from Windows. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-20. ციტირების თარიღი: 2008-01-20.