შინაარსზე გადასვლა

უფლისწული და მათხოვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უფლისწული და მათხოვარი“
The Prince and the Pauper
220
ავტორი მარკ ტვენი
გარეკანის მხატვარი მარკ ტვენი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ისტორიული, საბავშვო რომანი
გამომცემელი James R. Osgood & Co.
გამოცემის თარიღი 1881
წინამორბედი A Tramp Abroad
მომდევნო Life on the Mississippi

უფლისწული და მათხოვარი (ინგლ. The Prince and the Pauper) — ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ისტორიული ჟანრის რომანი. გამოიცა 1881 წელს. რომანი მოგვითხრობს მე-16 საუკუნის ინგლისში მიმდინარე მოვლენებს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი იწყება 1537 წელს, ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ის ვაჟის, ედუარდისა და მაწანწალა თომასის დაბადებით. ორივე მათგანი ზუსტად ერთ წელს, ზუსტად ერთ დღეს დაიბადა, მაგრამ მათი დაბადებით გამოწვეული სიხარული რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შემდგომში, მარკ ტვენი გვესაუბრენა მათ შორის არსებული არაჩვეულებრივი მსგავსების შესახებ.

თომი მუდმივად ოცნებობს, რომ იყოს მეფე. 1547 წელს, ის შემთხვევით მოხვდება მეფის სასახლესთან, სადაც მას კარისკაცი აგდებს, მაგრამ პრინცი ედუარდი იცავს მას და შეჰყავს თავის ოთახში. თომი უამბობს პრინცს თავისი ცხოვრების შესახებ. ედუარდს გაუჩნდება სურვილი, რომ ჩაიცვას თომის ტანსაცმელი და ქუჩაში გავიდეს. როცა ისინი ტანსაცმელებს გაცვლიან, აღმოაჩენენ არაჩვეულებრივ მსგავსებას მათ შორის. ედუარდი გამოდის სასახლიდან, სადაც კარისკაცი მას აგდებულად ექცევა, რადგან ჰგონია რომ ის მაწანწალა თომია.

ამასობაში, თომი რადიკალურად იცვლება. ის ნანობს თავის გადაწყვეტილებას და იწყებს მტკიცებას, რომ არ არის უფლისწული. სასახლეში მაცხოვრებლებს კი არ სჯერათ მისი, რადგან ის არაფრით განსხვავდება უფლისწულისაგან. მათ ის დაავადებული ჰგონიათ. ჰენრი VIII იღუპება და ტახტი თომს რჩება. ხოლო ნამდვილი უფლისწული თომის მამამ სახლში წაიყვანა, არ მოუსმინა რა მის მტკიცებას, რომ უფლისწულია.

იწყება თომისთვის აუტანელი ცხოვრება. მან არ იცის სასახლეში მოქცევის წესები, არ იცის როგორ უნდა მიირთვას საჭმელი და ა.შ. ეს ყველაფერი ყველაში ეჭვს აჩენს, მაგრამ ვერავინ იჯერებს, რომ შესაძლოა, ვინმე ასე ჰგავდეს ნამდვილ მომავალ მეფეს.

1547 წლის 20 თებერვალს მეფის კორონაციაა დაგეგმილი. ამ დღეს, თომი განსაკუთრებულად განერვიულებია და ნატრობს, რომ ედუარდი დაბრუნდეს და დაიკავოს მისი კუთვნილი ტახტი. ასეც მოხდება: ედუარდი ზუსტად კორონაციის დღეს დაარწმუნებს სამეფო კარს, რომ ის არის ნამდვილი მეფე და თავის ადგილს დაიბრუნებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]