უზედომი
იერსახე
უზედომი (გერმ. Usedom; პოლ. Uznam) — კუნძული ბალტიის ზღვაში, გერმანია-პოლონეთის საზღვარზე. მდებარეობს შეჩინსკის ლაგუნის ჩრდილოეთით, მდინარე ოდერის ესტუარში. კუნძულის უდიდესი ნაწილი გერმანიას, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეს მიეკუთვნება, აღმოსავლეთ ნაწილი და ქალაქი სვინოუისცე კი პოლონეთის დასავლეთ პომერანიის სავოევოდოს. კუნძულის ფართობი 445 კმ²-ია, მოსახლეობა 76 500 (31 500 გერმანია; 45 000 პოლონეთი).
უზედომს ხშირად მეტსახელად „მზის კუნძულს“ უწოდებენ, რადგან წლიურად 1 906 საათი მზიანია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში.
კუნძული ძირითადად ტურიზმისა და მეთევზეობის ხარჯზე ცხოვრობს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: უზედომი
- ტურიზმის საიტი დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური საიტი