ტყის ჭორტანა
იერსახე
ტყის ჭორტანა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Commelina communis | ||||||||||||||
|
ტყის ჭორტანა (ლათ. Commelina communis) — ერთლებნიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კომელინასებრთა ოჯახისა.
აქვს ხორცოვანი ღერო და იღლიური ციმოზური ყვავილედი. კაშკაშა ცისფერი გვირგვინის ფურცლები შეიცავს ცისფერ საღებავს, რომელსაც იყენებენ გარეული ცხოველების ტყავისა და თევზის კანის შესაღებად.
გავრცელებულია იაპონიასა და ჩინეთში, აგრეთვე შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში. კავკასიაში გზადმოყოლილი საკარანტინო სარეველაა. იზრდება ჯგუფებად ტენიან დაბლობ ადგილებში, ბუჩქნარებსა და ნათესებში. საქართველოში პირველად ბათუმის მიდამოებში გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში გავრცელდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავლიანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 92.