ტომინის პროვინცია
იერსახე
პროვინცია | |
---|---|
ტომინის პროვინცია Provincia de Tomina | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 19°30′00″ ს. გ. 64°15′00″ დ. გ. / 19.50000° ს. გ. 64.25000° დ. გ. |
ფართობი | 3 947 კმ² |
მოსახლეობა | 37 482 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 24.6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ტომინა — პროვინცია ბოლივიაში, ჩუკისაკის დეპარტამენტში, ესაზღვრება სანტა-კრუსის დეპარტამენტს. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 75 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 110 კმ-ზე. საერთო ფართობი 3 947 კმ²-ია.
2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 37 482 ადამიანს. მათი 47.3% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. 54.5% წერა-კითხვის მცოდნეა. მოსახლეობის 77.4% ლაპარაკობს ესპანურად, , 54.0% კეჩუას ენაზე, 0.3% აიმარაზე. 95.0% კათოლიკეა, 2.5% პროტესტანტი.
პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან. დედაქალაქია პადილია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- პროვინციის დეტალური რუკა დაარქივებული 2009-10-12 საიტზე Wayback Machine.
- ჩუკისაკის პროვინციის სოციალური მონაცემები დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine.